„თბილისიდან გამოსვლისას მოხდა დაკავშირება შემსრულებელთან, რომელიც უკვე ადგილზე იყო“
უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკი, ბესოალადაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში მთავარი რგოლი არის შემსრულებელი. იმ შემთხვევაში, თუ შემსრულებლის დაკავება არ მოხდა ცხელ კვალზე, მაშინ ალბათობა იმისა, რომ ეს საქმე გაიხსნას, ძალიან მცირეა. მნიშვნელოვანია დადგინდეს, როგორ და რა გზით უთვალთვალებდნენ იური ვაზაგაშვილს.
რა მიზანს ემსახურებოდა ვაზაგაშვილის სასაფლაოზე აფეთქება და სავარაუდოდ, როდის მოხდა ხელყუმბარის დამონტაჟება? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ბესოალადაშვილს ესაუბრა.
იურივაზაგაშვილისაფეთქებისფაქტსიურისტებიტერორისტულიაქტისკვალიფიკაციასაძლევენ, თუმცა, ამისმიუხედავად,მუხლიარგადაკვალიფიცირებულა. ის, რაცმოხდაყარაფალასსასაფლაოზეახლოსარისტერორისტულაქტთან?
- ექსპერტიზის შედეგები საბოლოოდ არაა დაზუსტებული. თუ ეს იყო მხოლოდ ნაღმი ან ხელყუმბარა, რომელიც მხოლოდ ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად მოვიდა ზემოქმედებაზე, ეს სხვა საკითხია, მაგრამ თუ ეს იყო დისტანციურად მართვადი ნაღმი, მაშინ სულ სხვა საკითხია. პირველ შემთხვევაში, მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა, მეორე შემთხვევაში, თუ ის დისტანციური მართვის იყო, მაშინ ეს იქნებოდა მხოლოდ ის პიროვნება ვიზეც იყო გათვლილი.
დამოუკიდებელიექსპეტრებისგანცხადებით, ჯერჯერობით,დისტანციურიმართვისკვალიარარისაღმოჩენილი.
- ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. აქ მთავარი ის არის, რომ ჩვენ გვაქვს სამწუხაო შედეგი. ეს შედეგი კი ორი მონაწილის მიერ დადგა. ამ პროცესს ჰყავდა ორი მონაწილე, ეს არის შემკვეთი და შემსრულებელი. ვერ გავიზიარებ იმ ოპტიმიზმს, რაც არის საზოგადოებაში საქმის მალე გამოძიების შესახებ. როდესაც ამ სახის კრიმინალი ხდება, როგორც წესი, შემსრულებელი ან მაშინვე ტოვებს ქვენას, ან ხდება მისი ლიკვიდაცია. დაკვეთზე გასვლა შესაძლებელია მხოლოდ შემსრულებლის დაკავებით. ამ საქმეში მთავარი რგოლი არის შემსრულებელი. როგორც წესი, თუ შემსრულებლის დაკავება არ მოხდა ცხელ კვალზე, მაშინ ალბათობა იმისა, რომ ეს საქმე გაიხსნას, ძალიან მცირეა.
რაც შეეხება შემსრულებელს, რამდენიმე ვერსია გავრცელდა. ჩემი აზრით, არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ეს სოფელი არის თუ არა ოკუპირებულ ტერიტორიასთან ახლოს. აქ მთავარია, თუ მოხდება იმის დადგენა, იმ ტერიტორიაზე და პერიმეტრზე ვინ გადაადგილდებოდა. ბუნებრივია, აქ გამოყენებული იქნებოდა სატრანსპორტო საშუალება. ყველა შემთხვევაში, შესაძლებელია, მოწმეთა ფართო დაკითხვით ამის დადგენა. მაგრამ ვიმეორებ, რომ ალბათ, შემსრულებელის კვალის მიგნება გაჭირდება.
როგორცგაირკვა, ადგილზედარჩაფეხისნაკვალევი, რომლისკვალსძაღლებიმიჰყვებიან, ესარაასაკმარისიიმისათვის, რომკვალზეგასვლამოხდეს?
- ეს კვალი დაიკარგა. ანუ პიროვნება ჩაჯდა ავტომობილში და გაემგზავრა. სად გაემგზავრა, მისი დადგენა მხოლოდ ფეხის კვალზე ვერ მოხდება. ამ საქმის სასწრაფო გამოძიებასთან დაკავშირებით ცრუ მოლოდინები არ უნდა არსებობდეს საზოგადოებაში. გამოძიების მხრიდან უნდა ითქვას, რა სახის სიძნელეებია გამოძიების პროცესში. ყველზე საინტერესო ამ საქმეში, ბუნებრივია, არის შემკვეთი და აქ მხოლოდ ვერსიების დონეზე შეიძლება გავჩერდეთ. შემკვეთს ჩვენ ვერასდროს ვერ დავადებთ ხელს, თუ ვერ აღმოვაჩინეთ შემსრულებელი.
რამდენიმევერსიადასახელდა, ერთ-ერთივერსიითესუკავშირდებოდამისიშვილისსაქმისგამოძიებას, მეორევერსიადაროგორცჩანს,აქცენტიამაზეკეთდება, ესარისქვეყნისშიგნითდესტაბილიზაციისმოწყობისმცდელობა, გაკეთდამინიშნებარუსულკვალზედასპეცსამსხურებზე. როგორცმოხდაამხელყუმბარისდამონტაჟებადაშემდეგუკვემისიაფეთქება, სპეცსამსახურებისხელწერაიკითხება?
- არ გამოვრიცხავ, რომ აქ იყვნენ შემსრულებლები. შეკვეთილ მკლელეობას რაც შეეხება, სამწუხარდ, ჩვენთან და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებში საკმაოდ იოლია ისეთი ხალხის პოვნა, რომლებსაც აქვთ ამის საკამო გამოცდილება. რაც შეეხება შემსრულებლის პროფესიონალიზმს, პირველი - მინიმუ მას უნდა ჰქონოდა ამგვარი სასიკვდილო ხაფანგის გამოცდილება. წარმოიდგინეთ აქ რამხელა ფსონი იყო დადბეული - მცირედითაც კი, არასწორი აფეთქება შეიწირავდა თვითონ შემსრულებელს. ბევრი აფეთქებულა მაშინ, როდესაც დანაღმვას ცდილობდა. ამიტომ, შემსრულებელს უნდა ჰქონოდა გამოცდილება.
მეორე - ბუნებრივია, ბატონ იურიზე მიდიოდა გარე მეთველყურეობა, ანუ თვალთვალი. მიდიოდა მისი ტელეფონის მოსმენა, ანუ მოქმედებდა სულ მცირე, 5-კაციანი ჯგუფი, რომ მაქსიმალურად გაეთვალათ ყველაფერი. აქ კიდევ ერთ რამეს უნდა გავუსვათ ხაზი, აფეთქება შვილის საფლავზე, აქ მისტიკა არაა, ჩემი აზრით, კვალის მიმართვა უნდოდათ სხვა მხრივ. თქვენ თუ მიაქცევთ ყურადღებას, პირველივე ვერსია რაც განჩნდა პრესაში, ეს იყო თვითმკვლელობა. ეს არის სწორედ საინტერესო, ვინ მიაწოდა პრესას ეს ინფორმაცია.
ალბათ,გამოძიებაუნდადაინტერესდეს, რომელმამედია-საშუალებამგაავრცელადა ვინიყოამინფორმაციისპირველიწყარო...
- რა თქმა უნდა, ამ ტრაგედიიდან რამდენიმე წამში თითქმის ყველა მედია საშუალება ამ ვერსიაზე მიუთითებდა. ეს ვერსია საოცრად გავდა იმ ვერსიას, რაც ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას გარდაცავალებიდან 2 საათში გავრცელდა. ჩემი აზრით, საფლავზე ამის გაკეთება იყო მინიშნება იმისა, რომ იური ვაზაგაშვილმა, თითქოს, ვერ გაუძლო და ამიტომ თავი აიფეთქა.
რაც შეეხება ვერსიას - მე მაქვს სამი ვერსია. პირველი, ეს ოპერაცია დაგეგმა და განახორციელა დაქირავებული შემსრულებლების საშუალებით იმ ხალხმა, ვისაც იური ვაზაგაშვილი ებრძოდა, ანუ ვინც მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეობდა. მეორე, ეს შესაძლებელია ორგანიზებული ყოფილიყო რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ, რომელიც ცდილობს შეასუსტოს დღევანდელი ხელისუფლება.
„ნაციონალურიმოძრაობა“ გყვათმხედველობაში?
- ეს არის ვერსია. ნაციონალებს აქვთ ამის რესუსრსი, ჰყავთ ხალხი და აქვთ ფინანსები. სხვათაშორის, მოსმენებსაც ახორცილებენ და თვალთვალის თავისი სპეცსამსახურებიც ჰყავთ. რაც შეეხება მესამე ვერსიას, შესაძლებელია, ამის უკან იდგეს ის გარე ძალები, რომლებიც დაინტერესებული არიან ორ დაპირისპირებულ პოლიტიკური ძალას შორის შუღლის კიდევ უფრო გაღვივების განხორციელებაში. ყველა ვხვდებით, რომ ეს არის სპეცსამსახურების ხელწერა.
რაცშეეხევადანაშაულისიარაღს. გამოყენებულიიქნაქარხნულიწარმოებისსაბრძოლომასალა, ესარააადვილადხელმისაწვდომიდარაცმთავარია, ესარააგაყიდვაში. შეიარაღება, რომელიცარიყიდება, რაჯგუფისხელშიშეიძლებაიყოსგარდასპეცსამსახურებისა?
- ამ მიმართულებით გამოძიების წასვლა უპრესპექტივოა და გეტყვით რატომ. თუ გადავხედავთ შსს-ს ანონსებს ხშირია ხოლმე და განსაკუთრებით სამცხეთ ჯავახეთის რეგიონიდან იარაღისა და საბრძოლო მასალების მასიური ჩაბარება. ანუ, ხალხს ეს ყელყუმბარები, ნაღმები, საბრძოლო მასალები შემორჩენილი აქვს იმ კონფლიქტებიდან, ზოგს რუსეთის ბაზებიდან. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გაქრა მძიმე შეიარაღება. ეს ასაფეთქებელი საშუალებაა არაა ისეთი იშვიათი და დეფიციტი, რომ ის არ იყოს ხელმისაწვდომი რომელიმე დაჯგუფებისთვის ვისაც გარკვეული კრიმინალური თუ ტერორისტული აზრები აქვს.
თუ მოხერხდება, აქ უნდა დადგინდეს გარდა ამფეთქებლისა როგორ და რა გზით უთვალთვალებდნენ ამ ადამიანს. ამ ხაზით უფრო შესაძლებელია რაიმე ხელჩასაჭიდის პოვნა. აფეთქება მოხდა, ბუნებრივია, იქ თითის ანაბეჭდები არ იქნება. როგორც გითხარით, შემსრულებელი სულ მინიმუმ, საქართველოდან არის წასული, თუ ლიკვიდირებული არაა. დარჩენილია ის მომენტი, თუ ვინ ახორციელებდა თვალთვალს და მოსმენას, ეს იქნებოდა ერთი ჯგუფი, მაგრამ სხვადასხვა პიროვნებები.
რამდენადშეძლებსპროკურატურადაადგინოსვინიყოშემსრულებელი. პირველადიშეფასებით, მკლელობაპროფესიულდონეზეაჩადენილი. ფეხისკვალისადახელყუმბარისგარდასაქმეშისხვამტკიცებულება,ყოველ შემთხვევაში,ჯერჯერობით,არაა და მხოლოდ თვალთვალის და მოსმენებისდეტალიმიიყვანსგამოძიებასშემსრულებლამდე?
- ურთულესი საქმეა, რადგან რეალური მტკიცებულება არაა. ის ფეხსაცმელიც განადგურებული იქნება, ხელყუმბარა ვერ მიგვიყვანს შემსრულებლამდე. როგორც გითხრით, აქ უფრო მნიშვნელოვანი იქნება ბატონი იურის გადაადგილების შესწვალა, რათა დადგინდეს გარეთვალთვის მოქმედება.
მაგრამსაინტერესოა, დამკვეთსსაიდანშეიძლებოდაჰქონოდაინფორმაცია, რომობიექტიდანიშნულებისადგილზემივიდოდამარტო? როგორცითქვა,მეუღლესთანერთადგადიოდასაფლავზე. მეტიც, ითქვა, რომწინადღესიყოსაფლავზეასული, იმღამესმისიდისმეუღლეიყოასულისაფლავზე, რომელმაცშეცვალაყვავილები...
- როგორც ითქვა წინა დღეს მეუღლესთან ერთად იყო პანაშვიდზე და გავიდნენ საფლავზე. ეს უკვე ცნობილი იყო და აუცილებლად, სოფლიდან იქნებოდა ინფორმაციის წყარო, შესაბამისად, უკვე მისი გადაადგილებას დააკვირდებოდნენ. მისი თბილისიდან გამოსვლის დროს უკვე იცოდნენ დეტალები. როგორც ჩანს, მისი თბილისიდან გამოსვლის დროს მოხდა დაკავშირება შემსრულებელთან, რომელიც უკვე ადგილზე იყო. როდესაც გაირკვა ეს დეტალები, რომ მარტო გავიდა, მაშინ მოახდინა შემსრულებელმა ასაფეთქებელი ხელყუმბარის დამონტაჟება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი გარეთვალთვალის შესწავლა.