მსოფლიო დიდ მოლოდინშია: რამდენადაა შესაძლებელი შეთქმულება პუტინის “სამეფო კარზე”?
უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ფართომასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ და ათასობით უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვამ სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები იმდენად აღაშფოთა, რომ მათ დიპლომატიური ეტიკეტიც დაივიწყეს: აშშ-ის პრეზიდენტი პუტინს უკვე მოურიდებლად ეძახის: “სამხედრო დამნაშავეს”, “ყასაბს” და ირიბად მის გადადგომასაც ითხოვს. ბაიდენს არც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ჩამორჩება. სტალინის პერიოდშიც არ იყო იზოლირებული საბჭოთა კავშირი ისე, როგორც დღეს რუსეთია. ამ ვითარებაში ისედაც ეჭვიანი პუტინი ათასჯერ უფრო მეტად ფრთხილობს. ვის ენდობა დღეს ყველაზე მეტად პუტინი? ჩვენი აზრით ასეთი სულ რამდენიმე ადამიანია, მათ შორის კი უმთავრესი ფიგურა, ყოველთვის “ჩრდილში” მყოფი რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევია.
ხშირად გვჩვევია სასურველი რეალობად წარმოვადგინოთ. ახლაც ასეა: შინაური, თუ “გარეული” ექსპერტები რუსეთის პრეზიდენტს დღეებს უთვლიან და ხან სახელმწიფო გადატრიალებაზე ოცნებობენ, ხან კი ვინმე “ასასინის” მადლიან ხელზე. თუმცა არც ასე მარტივადაა საქმე. რამდენად რეალური რუსეთში სახლმწიფო გადატრიალება, პუტინის რეჟიმის დამარცხება ან პუტინის ლიკვიდაცია?
კაცობრიობის ისტორიაში სახელმწიფო გადატრილება ისეთივე უძველესი მოვლენაა, როგორც სახელმწიფოს ფორმირება. პირველი სახელმწიფო გადატრიალება ალბათ მისი შექმნის მეორე დღესვე მოხდა. დღეისთვის სახელმწიფო გადატრიალების უამრავი მოდელი არსებობს: ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკული, აფრიკული, აზიური, არაბული, სამხრეთ ევროპული და ა.შ. ასე, რომ ვინც ამ საქმითაა დაკავებული, წინ ფართო არჩევანი აქვს. ქართველებმა თავმომწონედ შეიძლება განვაცხადოთ, რომ სახელმწიფო გადატრიალების თეორია და პრაქტიკა ჩვენც გავამდიდრეთ ორი რეალური და მრავალი ფიქტიური “გადატრიალებითა” და “გადატრიალების მცდელობით”. არ დაგვავიწყდეს: ყველა მათგანი “ერთმორწმუნე” რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყო დაგეგმილი და განხორციელებული. სახელმწიფო გადატრილების “თეორიებს” თუ გავანალიზებთ სულ მცირე ხუთი კომპონენტი მაინც უნდა არსებობდეს, რომ “შეთქმულებმა” ხელისუფლების დაამხობა შეძლონ. უპირველესად აუცილებელია მოსახლეობის ფართო მასების რეალური მხარდაჭერა; მძლავრი კონტროლი მასმედიაზე (მინიმუმ ერთი პოპულარული ოპოზიციური ტელეარხი და ორი დიდტირაჟიანი გაზეთი მაინც); ასეულ მილიონიანი ფინანსური რესურსები; ქარიზმული ოპოზიციური ლიდერი, რომელმაც სახელმწიფო გადატრიალების შემდგომ დანიშნულ არჩევნებში დამაჯერებლად უნდა გაიმარჯვოს და რაც ყველაზე მთავარია: ხელისუფლების მოქმედებებით უკმაყოფილო არმიისა და სპეცსამსახურების ხელმძღვანელების ღია ან ფარული მხარდაჭერა. როგორ ფიქრობთ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებიდან ამჟამად რუსეთში რომელიმე არის მომწიფებული? პირველი ოთხი კომპონენტი აშკარად არ არსებობს: პუტინმა ყველაფერი გააკეთა, რომ რუსეთში ოპოზიციურად მოაზროვნე პოლიტიკოსი ცოცხალი არ დარჩენილიყო; მასმედიას უკვე დიდი ხანია პუტინი აკონტროლებს; რუსეთის მოსახლეობა კი პუტინის იმპერიული ზრახვებით და დაპირებებითაა გონებადაბინდული. მრავალსაუკუნოვანი პროპაგანდისტული მუშაობის შედეგად მესიანური ფანტაზიები რუსეთის საზოგადოების უკვე ყველა ფენაშია ღრმად გამჯდარი. ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება ის, ინტელეგენციის თუ უბრალო “მუშა-მუჟიკი”, ყველა თვლის, რომ ახალი ტერიტორიების დაპყრობით (მათი აზრით “ნებაყოფლობითი შემოერთებით”) ისინი “მისიონერულ გმირობას” ჩადიან. მათ მყარად სწამთ, რომ ფიზიკურ განადგურებას გადაარჩინეს და “კულტურა შეიტანეს” აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ხალხებში, შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის ერებში. ამგვარი მიდგომის მთელი ცინიზმი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ერებს, როგორც წესი, გაცილებით დიდი კულტურული, რელიგიური და საერთოდ სახელწიფოებრივი ისტორია ჰქონდათ, ვიდრე შედარებით ახალგაზრდა რუს ერს. შემდეგ პუტინი უფრო შორს წავიდა და ყველა ეთნიკურად რუსის, რუსული ენისა და კულტურის “დაცვა” გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში ცხოვრობდნენ ისინი და ირღვეოდა თუ არა მათი უფლებები. რუსული პასპორტების დარიგება პირველი ნაბიჯი იყო სამხედრო ექსპანსიამდე. ასე ნელ-ნელა გაიღვიძა ოდნავ მიძინებულმა “იმპერიალისტურმა ჯინმა” რუსეთში. ამჟამადაც ასეა: რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე ღიად თუ ფარულად რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მახარს. ასე, რომ რუსეთში სახელმწიფო გადატრიალებისთვის და პუტინის რეჟიმის დასრულებისთვის დარჩა მხოლოდ ერთი კომპონენტი, დიქტატორებისთვის ყველაზე საშიში და რეალური: “ძალოვანი ბლოკის” მეთაურების შეთქმულება და ამ გზით პუტინის დამხობა ან “ავადმყოფობის შემდეგ მოულოდნელი გარდაცვალება”. რამდენადაა შესაძლებელი ამგვარი შეთქმულება “რუსეთის მეფის” კარზე? 1998 წლის ბოლოდან მოყოლებული “რუსეთის ძლიერების” (ფაქტიურად კი იმპერიის) აღდგენის იდეის დახმარებით პუტინმა ადვილად მოახერხა რუსეთის სპეცსამსახურების და გენერალიტეტის გულის მოგება. 2000 წლიდან რუსეთს სპეცსამსახურები აკონტროლებენ. რუსეთის დიქტატორი ცდილობს ქვეყანა “სტალინურად მართოს”: დღეს რუსეთის მთავარი სპეცსამსახური, ეფ-ეს-ბე აკონტროლებს ყველას და ყველაფერს – მთავრობას, ჯარს, მოსახლეობას. კა-გე-ბეშნიკმა პუტინმა სახელისუფლებო ვერტიკალი საბჭოთა სპეცსამსახურების ასევე ყოფილი თანამშრომლების დახმარებით იმგვარად ააგო, რომ საზოგადოებაში “37 წლების” საყოველთაო შპიონომანია კვლავ გამოცოცხლდა. “უცხო ქვეყნების ჯაშუშების” გამოვლენა რუსეთში ისეთივე ყოველდღიური მოვლენა გახდა, როგორც რუსი “მუჟიკის” მიერ ცოლისთვის ხელფასის დამალვა. პუტინის ადმინისტრაციისა და მთავრობის ძირითადი წევრები დღესაც კა-გე-ბეს ყოფილი ოფიცრები არიან. რეგიონებში კი გუბერნატორები პირადად პუტინის მიერაა შერჩეულ-დანიშნული. მათი უმრავლესობაც ყოფილი “ძალოვანები” არიან. ამავე დროს პუტინმა მნიშვნელოვნად გაზარდა “ძალოვანი ბლოკის” დაფინანსება, გაიზარდა ხელფასები და პენსიები. ის არ იშურებს ორდენებსა და უმაღლეს სამხედრო წოდებებს ყველაზე ერთგულებისთვის, ხოლო თუ ვინმეს ამბიციებში ეჭვი შეეპარა, უსწრაფესად იცილებს თავიდან. ასე დაემართა ყოფილ თავდაცვის მინსტრსა და პირველ ვიცე-პრემიერ სერგეი ივანოვს. 2008 წელს, როდესაც პუტინი “სახელისუფლებო ტრიუკს” ამზადებდა და დროებითი პრეზიდენტის კანდიდატურებს არჩევდა, ერთ-ერთ ვარიანტად სერგეი ივანოვიც განიხილებოდა, თუმცა პუტინი ბოლომდე არ ენდო ივანოვს და პრეზიდენტის პოსტზე მისთვის კარგად ნაცნობი დიმა მედვედევი “დანიშნა”, რომელთანაც ბევრი შავბნელი საქმეები აკავშირებდა და მასზე ბევრ კომპრომატსაც ფლობდა. გავიხსენოთ: 1990-1996 წლებში პუტინსა და მის “პეტერბურგულ კლანს”, სადაც ყოფილი თუ მოქმედი კა-გე-ბეშნიკები სჭარბობდნენ, მრავალი ბრალდება წაუყენეს, რომლებიც დღესაც პასუხგაუცემელია. 1990 წლის ბოლოს ლენინგრადის საბჭოს ორმა დეპუტატმა მარინა სალიემ და იური გლადკოვმა, სპეციალური გამოძიების ჩატარების შემდეგ ვიცე-მერ პუტინსა და მის სამსახურს, სადაც სხვათაშორის იურიდიულ საკითხებს მედვედევი წყვეტდა, ძალზე სერიოზული ბრალდებები წაუყენეს. ეს იყო საზღვარგარეთ ძვირფასი ლითონის ექსპორტის ლიცენზიების უკანონი გაცემა, კორუფცია და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება.
სადეპუტატო გამოძიების ერთ-ერთი ეპიზოდი პეტერბურგში პრივატიზაციის
პროცესის, რომელსაც უშუალოდ პუტინი კურირებდა, უკანონოდ ჩატარებას ეხებოდა. რუსული მასმედიის მტკიცებით ამ დროს გამოიკვეთა პუტინისა და ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის მიხეილ მირილაშვილის ( “მიშკა კუტაისკი”) ფარული კავშირები. დეპუტატებმა ქალაქის მერს ანატოლი სობჩაკს პუტინის თანამდებობიდან გათავისუფლება მოსთხოვეს, პარალელურად მათ რუსეთის პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ მიმართეს. პუტინის, რბილად რომ ვთქვათ საეჭვო ფინანსური ოპერაციების ერთ-ერთ შემსრულებლად სწორედ დიმა მედვედევი სახელდებოდა. თუმცა დეპუტატების მოთხოვნა ფარატინა ქაღალდად დარჩა. ამ საქმის ირგვლივ მოკვლევა ლენინგრადის ეფ-ეს-ბეს ერთ-ერთი სამსახურის უფროსს დაევალა, რომელმაც ამ ბრალდებებში დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა. არ გაინტერესებთ ვინ იყო ის პიროვნება ვინც პუტინის ეს და სხვა ბევრი საიდუმლო იცის? ალბათ ვერ გამოიცანით. ეს გახლდათ პოლკოვნიკი ნიკოლაი პატრუშევი, ასე რომ: “ხელი –ხელს ბანს, ორივე კი პირსო”. პატრუშევს ამაგი დაუფასდა და უკვე ოცდაათი წელია ორი “პ” ერთად მოდის. 1998 წელს დაწინაურებულმა პუტინმა პატრუშევიც “ჩაიბა”, 1999 წლის 16 აგვისტოს, როდესაც ეფ-ეს-ბეს დირექტორი პუტინი რუსეთის მთავრობის თავმჯდომარედ დანიშნეს, მან თავის “მემკვიდრედ” პატრუშევი დატოვა. ამის შემდეგ ის პუტინის “დანაშაულებრივი კლანის” შეუცვლელი წევრი გახდა. ამჟამადაც რუსეთის უსაფრთხეობის საბჭოს მდივანი, არმიის გენერალი ნიკოლაი პატრუშევი პუტინის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული “მებრძოლი” და მისი დავალებების შემსრულებელია. ის ცხრა წლის (1999-2008) მანძილზე ხელმძღვანელობდა ეფ-ეს-ბეს. შემდეგ კი, 2008 წლის 12 მაისს რუსეთის ახლად “არჩეულმა” პრეზიდენტმა მედვედევმა, პატრუშევი რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნად და ფაქტიურად ყველა სპეცსამსახურის კურატორად დანიშნა. დიდი ნათელმხილველობა არ სჭირდება იმას, რომ ეს გადაწყვეტილება ფორმალური პრემიერ-მინისტრის, რეალურად კი კვლავ რუსეთის დიქტატორის, პუტინის მიერ იყო მიღებული. მან თავისი ერთგული კაცი “ჩაუსვა” ახალ პრეზიდენტს, რათა მედვედევს თანამდებობა ძალზე არ გატკბობოდა. პატრუშევი იყო და არის პუტინის ყველაზე საიდუმლო დავალებების შემსრულებელი.
სავარაუდოდ პუტინ-პატრუშევის “დუეტს” ბევრი დანაშაული აქვთ ჩადენილი, მათ შორის საქართველოშიც. ერთ-ერთი შესაძლოა 1995-2002 წლებში საქართველოში უდიდესი რეალური ძალაუფლების მქონე პიროვნების, უშიშროების საბჭოს მდივნის ნუგზარ საჯაიას მოულოდნელ გარდაცვალებასაც უკავშირდებოდეს. ფაქტები კი ასეთია. ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა 2003 წლის აგვისტოში გაავრცელეს გერმანიის ტელევიზია “დოიჩე ველეს” პოლიტიკური გადაცემების ხელმძღვანელის ქრისტიან ტრიფეს ვერსია ნუგზარ საჯაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. კერძოდ: “მან (ტრიფემ- ბ.ა.) თქვა, რომ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე საჯაიას საიდუმლო სამდღიანი შეხვედრები ჰქონია ნიკოლაი პატრუშევთან (მაშინ რუსეთის ეფ-ეს-ბეს დირექტორთან_ ბ.ა.) და რუსი ფსიქოანალიტიკოსების ვარაუდით, საჯაიას თვითმკვლელობა სწორედ ამ შეხვედრის დეტალებს უნდა მივაწეროთ. ტრიფე ამბობს, პატრუშევმა ისეთი რამ შესთავაზა საჯაიას, რომ უშიშროების საბჭოს მდივანმა “სხვა გამოსავალს თვითმკვლელობა არჩიაო” (მთავარი გაზეთი, 2003 წლის 22 აგვისტო). კითხვები კი მართლაც ძალზე ბევრია: რა კონკრეტულ მიზანს ისახავდაPპატრუშევის ვიზიტი, რომელიც რამდენიმე დღით ადრე შედგა საქართველოში ნატოს პირველი სწავლების დაწყებამდე? უკავშირდებოდა თუ არა პატრუშევის ჩამოსვლა ზოგიერთი ქართული გაზეთის მიერ იმ დღეებში წამოწყებულ საჯაიას კომპრომეტირების პროცესს? მიაღწია თუ არა დასახულ ამოცანას? რა კავშირში იყო ეს ვიზიტი ნუგზარ საჯაიას გარდაცვალებასთან? საჯაიამ თავი მოიკლა, თუ მოკლეს? 2002 წლის მარტი-აპრილიდან იგეგმებოდა საქართველოში ნატოს პოლიტიკური და სამხედრო ღონისძიებების გააქტიურება. ამ პროცესების კოორდინაცია კი უშუალოდ ნ. საჯაიას ეხებოდა. რას ითხოვდა პატრუშევი საჯაიასგან? ყველა ამ კითხვაზე პასუხი ედუარდ შევარდნაძეს ჰქონდა, თუმცა სამწუხაროდ ბევრ სხვა საიდუმლოსთან ერთად სამარეში გაიყოლა. გამოძიება ჯერ დაწყებულიც არ იყო, რომ ნუგზარ საჯაიას თვითმკვლელობაზე საუბრობდა მაშინდელი ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. სამი წლის შემდეგაც იგივე განმეორდა: ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ვერსიაც წინასწარ ჰქონდათ გამზადებული. ეს ტრაგიკული შემთხვევები ჯერ კიდევ ბოლომდე გამოუძიებელ მოვლენათა იმ დიდი სიიდანაა, რომლებმაც შესაძლოა საქართველოს უახლოესი ისტორიის გეზი შეცვალეს… . . . ნიკოლაი პატრუშევი პუტინის სრული ნდობით სარგებლობს, ეს იქიდანაც ჩანს, რომ პატრუშევის უფროსი ვაჟი დიმიტრი, 2018 წლიდან რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის მინისტრია. დღეს პატრუშევი იმ “სახელმწიფო-მაფიოზური კლანის” ერთ-ერთი მთავარი წევრია, რომელსაც პუტინი ხელმძღვანელობს და მას ევალება რუსეთის სპეცსამსახურების ოპერატიული კოორდინაცია. დამერწმუნეთ პატრუშევმა ყველა პოლიტიკური მკვლელობის დეტალი იცის, რაც კი რუსეთის სპეცსამსახურებს შეუსრულებიათ ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ: ზოგჯერ თავად იქნებოდა ორგანიზატორი, ზოგჯერ კი თანამონაწილე. 2016 წლის 21 იანვარს დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე სერ რობერტ ოუენმა ალექსანდრე ლიტვინენკოს საქმის საჯარო გამოძიების შედეგების გამოცხადებისას აღნიშნა: სასამართლომ დაადგინა, რომ ლიტვინენკო მოკლეს “რუსეთის ხელისუფლების აგენტებმა” ანდრეი ლუგოვოიმ და დიმიტრი კოვტუნმაო. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რაც ოუენმა შემდეგ განაცხადა: ლიტვინენკოს მკვლელობა, სავარაუდოდ, დაამტკიცეს პირადად ეფ-ეს-ბეს ხელმძღვანელმა ნიკოლაი პატრუშევმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაო. . . . . პატრუშევი პუტინზე ერთი წლით უფროსია და თავისი “პატრონის” გარეშე არანაირი “მშვიდობიანი” მომავალი არა აქვს, ამიტომაც ის ბოლომდე პუტინის ერთგული დარჩება. მათ ჩადენილი დანაშაული აერთიანებთ. ნუგზარ საჯაიას დაკრძალვაზე რუსეთის დელეგაციას მაშინდელი უშიშროების საბჭოს მდივანი ვლადიმერ რუშაილო ხელმძღვანელობდა. პატრუშევი კი ბუნებრივია არსად ჩანდა: “მავრმა თავისი საქმე გააკეთა, მავრს შეუძლია წავიდეს”?
უკრაინაზე თავდასხმა რუსეთის იმპერიული პოლიტიკის გაგრძელებაა. საუკუნეები გავიდა მაგრამ რუსეთში არაფერი შეცვლილა. იქ კვლავ იმპერიული ფანტაზიებით სულდგმულობენ. ეს ფანტაზიები რომ საშიშად სიცოცხლისუნარიანია, რუსეთში ჩატარებულმა ერთ-ერთმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამაც დაადასტურა, როცა საბჭოთა (იგივე რუსეთის) იმპერიის, თუნდაც ტრნასფორმირებული სახით, აღდგენის მომხრე გამოკითხულთა ნახევარზე მეტი აღმოჩნდა.
„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის მიზანი არის დარჩეს პოლიტიკურ სივრცეში, რადგან იგი უკვე არავის არ აინტერესებს და მათ შორის, არც თავის პარტიაში. ალადაშვილის შეფასებით, ქვეყანა ოქტომბრის ქაოსისკენ .....
ინფორმაციის ფლობა, მისი დროული და სწორი გამოყენება იყო და არის უმნიშვნელოვანესი იარაღი სახელმწიფოს პოლიტიკის წარმართვაში. სწორედ ამიტომ დიდია ინტერესი საიდუმლო დოკუმენტების გაანალიზებისადმი, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მომტანი ხდება. სწორედ ერთ-ერთ ასეთ დოკუმენტს წარმოადგენს „ჰარვარდის პროექტი“, ( რომელიც აწ უკვე ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის)
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებიდან 45 დღის შემდეგ, არსებობდა მოლოდინი, რომ ავტომობილის ექსპერტიზა ბევრ რამეს იტყოდა. თუმცა როგორც ოჯახი და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, ჯერჯერობით ამ ექსპერტიზამ ხელჩასაჭიდი ვერაფერი თქვა. თუმცა, საქმეში კიდევ ერთი საეჭვო გარემოება ჩნდება - რატომ არ იყო ავტომობილის გამაგრილებელი სისტემა ჩართული მაშინ, როდესაც ახალგაზრდა პროგრამისტი რამდენიმე საათის განმავლობაში, ჩაკეტილი შუშებით გადაადგილდებოდა? იყო, თუ არა გამოყენებული ე.წ ბუქსირი?
თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ამტკიცებს, რომ თამარმა შემთხვევით გახსნა და გაშიფრა ის სქემა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით. მისი თქმით, მას ამის შესახებ ინფორმაცია წყარომ მიაწოდა და იგი აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ ამ საკითხით. ამ საკნადალური განცხადების მიუხედავად, გამოძიებას ჯერჯერობით თამაზაშვილის მიმართ კითხვები არ გასჩენია. „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი ამბობს
შინაგან საქმეთა სამინისტრო, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეშიფედერალური ბიუროს ჩართულობაზე მზაობას გამოთქვამს. ვახტანგ გომელაურის უწყებამ შესაბამისი წერილით უკვე მიმართა FBI-ს. ახლა უნდა გაირკვეს FBI-ს მონაწილეობას რა არეალი ექნება ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში. როგორც გარდაცვლილის დედა, თეონა თამაზაშვილი აცხადებს, საქმეში FBI-ს კონსულტანტის როლში ჩართვა ოჯახისთვის მიუღებელია. ითხოვს, რომ FBI-მ საქმე დეტალურად გამოიძიოს, რატომ დაიკარგა თამარი, რატომ ვერ მოიძებნა 5 დღის მანძილზე, რატომ წაიშალა კომპიუტერში ყველაფერი. ფორ.გე-სთან საუბრისას„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი...
გიორგი გახარია შინაგან საქმეთა სამინისტროს ავალებს, რომ მოახდინოს მოქალაქეების პროაქტიური ინფორმირება თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე, რათა არ დარჩეს არც ერთი სივრცე სპეკულირებისთვის. პრემიერ–მინისტრის განცხადებით, 23 წლის პროგრამისტის გაურკვეველ პირობებში გარდაცვალება, გასცდა ოჯახის ტრაგედიას და ხდება ქვეყნის ტრაგედია. შესაბამისად,
პროექტი „სტარლინკი“, რომლის განხორციელებაც ილონ მასკის კომპანიამ (შპაცეX-მა) 2015 წელს დაიწყო და რაც დედამიწის გარშემო 12 000 ხელოვნური თანამგზავრის გაშვებას გულისხმობს (ფაქტობრივად, თანამგზავრების ბადეში ეხვევა ჩვენი პლანეტა), მორიგ ფაზაში გადავიდა. კერძოდ
ტერორიზმი ერთ-ერთი გამოწვევა და საფრთხეა მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის საქართველოსთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით საქართველოს საფრთხე არ შექმნია, ანალიტიკოსების შეფასებით, ეს არ ნიშნავს, რომ სპეცსამსახურებს მოდუნების უფლება აქვთ. აქედან გამომდინარე, „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი ამბობს, რომ საკმაოდ მოუზომელია გოგაშვილის განცხადება, რომელიც აპირებს მტკიცებულებების გამოქვეყნებას.
რეგიონში რუსეთის ფედერაციის მხრიდან გამოხატული ინტერესის, მზარდი გავლენის, დასავლეთის რიგი ქვეყნების არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ ღია საუბრის და კონკრეტული მკვლელობებისა თუ მკვლელობის მცდელობებში მისი სპეცსამსახურების კავშირის გამოვლენის, უშუალოდ საქართველოში კი ხელისუფლების ჩრდილოელ მეზობელთან კოლაბორაციაშიდადანაშაულების, ქართველი სამხედროების პერსონალური მონაცემების გაჟონვის, მკვლელობის მცდელობებისა, თუ საეჭვო გარდაცვალებების შესახებ
შეიძლებოდა თუ არა 20 ივნისის დაძაბული ღამის აცილება? ხელეწიფებოდა თუ არა მმართველ გუნდს მხოლოდ საპოლიციო ძალებით სიტუაციის მოგვარება, თუ მაინცდამაინც სპეცრაზმის ჩართვა და ადამიანებისთვის სახიფათო რეზინის ტყვიების გამოყენება იყო საჭირო? ამის შესახებ Fორ.Gე-ს „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლი-საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე ბესო ალადაშვილი ესაუბრა.
რანის ხელისუფლებამ ამ წელს უკვე მეორედ შემოუთვალა ჩვენს მთავრობას, რომ რიგიანად მოიქცნენ და ირანელ ქალბატონებს ნუ აწუხებენ იდენტიფიცირებისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. თეირანის ტონი დიპლომატიურად ხისტია და მოითხოვენ, რომ ვერავინ გაბედოს მათი მდედრობითი სქესის მოქალაქეების შემოწმება. მეორე მხრივ, ცხადია, რომ ფარანჯის მოხსნის გარეშე მხოლოდ ეშმაკი თუ გაარკვევს, შეესაბამება თუ არა ფარანჯის პატრონი თავისსავე პასპორტს. თუმცა, რაკი ირანის მთავრობა ასე ზრუნავს თავისი ტრადიციების დაცვაზე, ალბათ, აჯობებდა, საკუთარი მოქალაქეები საკუთარ ქვეყანაში შეეყოვნებინა, რომ ტრადიციებიც არ შებღალულიყო და არც საქართველოს კანომდებლობა. რატომ მისცა თავის თავს ირანმა, რომელიც თითქმის პოლიტიკურ იზოლაციაშია, საქართველოსთან, რომლის კარიც ირანელებისთვის მეგობრულადაა ღია, ესოდენ გაუმართლებელი ტონით საუბრის უფლება. მით უფრო, რომ ყველა ცივილიზებულ ქვეყანაშია მიღებული საბაჟო კონტროლი? ამ თემას უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკთან, ბესო ალადაშვილთან ერთად განვიხილავთ.
სახელმწიფო ორგანო, რომელსაც იდეაში უსაფრთხოების კუთხით ინფორმაციის აკუმულირება, ანალიზი და შემდეგ სახელმწიფო პოლიტიკა უნდა განესაზღვრა, ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში ორჯერ გაუქმდა. უკვე რამდენიმე თვეა ქვეყანა მსგავსი ორგანოს გარეშე განაგრძობს არსებობას, მხოლოდ ახლახანს გახდა ცნობილი, რომ მსგავსი ორგანო ისევ ყალიბდება, ამჯერად უსაფრთხოების მაკოორდინირებელი საბჭოს სახით.
“ნამდვილად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაკოორდინირებელი საბჭოს შექმნა. ჩვენ აუცილებლად....
ინგლისში ორმაგი აგენტის, სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მკვლელობას შედეგად დიდი ბრიტანეთიდან რუსეთის 23 დიპლომატის გამოძევება მოჰყვა. ლონდონს მიჰბაძა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც, რამდენიმე ათეული რუსი დიპლომატის გამოძევების პირობა დადო და ევროპის 20-მდე ქვეყანამაც გამოთქვა მზადყოფნა, გამოემშვიდობონ რუს დიპლომატებს თავიანთ ქვეყნებში. საქართველომ მხარი დაუჭირა დიდ ბრიტანეთს, თუმცა, რაკი რუსეთთან დიპლომატიური კავშირი არ გვაქვს, ცხადია, ვერავის ვერსად გავაძევებთ, იმიტომ რომ
ხაძრის სერიები, რთულად მიუვალ ადგილას გაღვივებული ცეცხლის კერები, ტყეში დატოვებული ბენზინის ბიდონები - ეს ყველაფერი ბადებს ეჭვებს, საქმე გვაქვს დივერსიასთან, თუ ბუნებრი სტიქიასთან? ვის და რაში სჭირდება ამ ფორმით გამოუცხადოს ბრძოლა ბუნებას - ამას გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი არ გამორიცხავს, რომ ხანძრი ბრაკონიერების მიერ ხის ჭრის პროცესში, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით გააჩინეს.
ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 13 ბაზრობა დაიწვა, ყველა ამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო, მაგრამ გამოძიება ხანძრის გაჩენის მიზეზებზე არ საუბრობს. ქართულ სინამდვილეში ბაზრობის დაწვა იმდენად ხშირია, რომ სპეციალისტების შეფასებით, შემთხვევითობაზე საუბარი არ შეიძლება იყოს. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ რიგ შემთხვევებში უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული, აქიდან გამომდინარე ათი შემთხვევიდან 7 შეიძლება შემთხვევითობა იყოს, 3 დივერსია.
ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის დემონსტრირებამ, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში იმას გულისხმობს, რომ აშშ არ გაუწევს ფინანსურ დახმარებას იმ ქვეყნებს, რომლებიც აღიარებენ ჩვენი სეპარატისტული რეგიონების „დამოუკიდებლობას“, მორალურადაც გაგვამხნევა და იმედიც ჩაგვისახა. მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ასეთი არც ისე ბევრია: რფ, ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ და ისიც არ გარკვეულა საბოლოოდ, არიან თუ არა ამ ჩვენი სეპარატისტების მხარდამჭერები ვანუატუელები, ამ გადაწყვეტილებას ერთგვარი პრევენციის მიზანიც უნდა ჰქონდეს (ზემოჩამოთვლილებს, მაინცდამაინც, თბილი დამოკიდებულება არც აქვთ ჩვენს ოკეანისგაღმელ სტრატეგიულ პარტნიორთან). თუმცა ყველაზე მთავარი მაინც ისაა, ექნება თუ არა ამ გადაწყვეტილებას გავლენა რუსეთის პოლიტიკაზე ჩვენი ქვეყნისადმი. სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ ექსპერტთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ბესო ალადაშვილთან.
– ღირს ასეთ აღფრთოვანებად გადაწყვეტილება, რომელმაც ჩვენებური გაქანებული ანტიტრამპისტები პროტრამპელებად აქცია მყისიერად?
– ეს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურება იყო და უფრო სიმბოლური ხასიათისაა, იმიტომ რომ, იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის ორბიტაში მოიაზრებიან, ნიკარაგუა, ვენესუელა და მცირე-მცირე სახელმწიფოები, ისეთი კონფრონტაცია აქვთ შეერთებულ შტატებთან, ბუნებრივია, მათდამი აშშ-სგან რაღაც ფინანსური მხარდაჭერა გამორიცხულია. ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ მზე ამოდის და ცვლის მთვარეს. თუმცა, უდავოდ, სასიამოვნოა. ადამიანიც ასეა, რაც მეტს გვაქებენ, მით გვიხარია. ამას გარდა, პოლიტიკური პლუსიცაა ჩვენი ხელისუფლებისთვის. ამას წინათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ცნობილი პოლონელი პოლიტიკოსის, ლევიცკის, საჯარო ლექცია. ის წლების განმავლობაში მუშაობდა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ამერიკის დეპარტამენტს დირექტორობდა. კარგად გააანალიზა ვითარება და მისი მოწოდებაც ასეთი იყო: საქართველო არ უნდა გაქრეს ამერიკის რადარებიდანო. მაგრამ ერთია, რომ ჩვენ გვინდოდეს, არ გავქრეთ და მეორე, რადარსაც უნდა უნდოდეს. ჩვენ უნდა ვიხტუნოთ, რომ რადარის ორბიტაში მოვხვდეთ. საგარეო პოლიტიკაში ვიცით, რომ მუდმივი მხოლოდ ინტერესებია.
– რუსეთს რამე დისკომფორტს შეუქმნის მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა არც ის ეწევა, მაინცდამაინც, აქტიურ პოლიტიკას ჯერჯერობით, რომ ნიკარაგუა-ვენესუელა-ნაურუს გარდა, სხვებსაც აღიარებინოს ჩვენი სეპარატისტული რეგიონები?
– ზოგადად, არ არის სასიამოვნო სხვა ქვეყნის პოლიტიკოსის ქმედებების ანალიზი, მაგრამ მოგვიწევს: აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ბიზნესიდან და პირდაპირ თუ ვიტყვით, შოუ-ბიზნესიდან მოვიდა. მის წინაასაარჩევნო კამპანიასშიც ბლომად იყო შოუს ელემენტი და ყველა ექსპერტი ამბობდა და ამბობს, რომ ტრამპს გაამარჯვებინა თავისმა იმპულსურობამ და არაპროგნოზირებადობამ. ტრამპი იქცევა ჰოლივუდის მსახიობივით: მთავარია, შენზე ილაპარაკონ და არ აქვს მნიშვნელობა, კარგს ამბობენ თუ ცუდს. სამწუხაროდ, როდესაც პრაგმატიკოსი ბიზნესმენი ხდება ამხელა ქვეყნის პრეზიდენტი, ის ვერ მოახერხებს, მისდიოს მანამდე არსებულ საგარეო პოლიტიკურ დოგმებს, რასაც ბუში და ობამა აკეთებდნენ. ეს რუსეთს უნდა უხაროდეს და უხარია კიდეც. საგარეო პოლიტიკა, გარკვეულწილად, ვაჭრობაა და შესაძლოა, ჩვენი პრობლემის აქტუალობა გაიცვალოს იმაზე, რომ ტერორიზმთან ბროლაში რუსეთს დაუჭირონ მხარი, ანდა ჩრდილოეთ კორეის პრობლემაში… თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ტრამპის პიროვნული თავისებურებები, მისი ფსიქოლოგიური პორტრეტიც უჩვეულოა, რბილად რომ ვთქვათ. ობიექტურად კი, ის გამოუცდელია საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზეც, ეს ქმნის დამატებით საფრთხეებს…
– რომ რუსეთმა დასცინცლოს საქართველო?
– რუსეთს ის ვითარება აქვს საქართველოში, რაც სრულად აძლევს ხელს. რაში სჭირდება დამატებითი პრობლემები?! რად უნდა, რომ თბილისში ფრიალებდეს რუსეთის დროშა? „ნაციონალების“ სატყუარა იყო, რომ რუსებს უნდოდათ მათი დამხობა. არავის დამხობა მათ არ სდომებიათ. აიღეს, რაც უნდოდათ. დავუშვათ, საქართველოში ახლა იყოს პრორუსი ხელისუფლება: ერთი წელიწადიც არ დასჭირდებოდა, რომ რევოლუციით დაემხოთ ამ ეკონომიკური გაჭირვების ფონზე; ეს კარგადაა გათვლილი და რუსებს დამატებითი თავის ტკივილი არ სჭირდებათ. ხელს აძლევთ დე-ფაქტო სიტუაცია. აშშ-ის და ტრამპის პრაგმატიზმი რუსეთმა შესაძლოა, იმით გამოიყენოს, რომ უბიძგოს ტრამპს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩაერთოს რთულ და დიდ პოლიტიკურ-სამხედრო ავანტიურებში. ჩრდილოეთ კორეაში პრობლემამ რატომ წამოიწია?! სხვათა შორის, ტრამპს შესაძლოა, იქვე გაუჩნდეს პრობლემები: ვენესუელაში ან კუბაში. საკმაოდ გაუწონასწორებელია თავადაც და თეთრი სახლის ადმინისტრაციაც ორადაა გაყოფილი: ზედა რგოლი, ასე ვთქვათ, ტრამპისტია, ქვედა – ობამასა და კლინტონის ერთგული. პირველადაა ასეთი აშკარა დაპირისპირება შეერთებული შტატების მმართველ რგოლში და ადრე თუ გვიან, ეს გარეთ გამოვა. ამდენად, ქვეყანაში დაძაბული და არაპროგნოზირებადი საგარეო სივრცე იქმნება.
– ეს ჩვენთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ინერციით მიიღო თუ რამეზე გათვლით? იმის პარალელურად, რომ დახმარება 46 პოცენტით შეგვიმცირა, თუმცა ზოგს საერთოდაც გაუუქმა. რუსეთმაც იცის, რომ ამ დოკუმენტს არანაირი რეალური ძალა არ აქვს და ეს უბრალოდ, პოლიტიკურ-სიმბოლური თამაშია?
– ზუსტად ჩვენი ანალიზის კონტექსტში ჯდება ეს შეკითხვა. შეერთებული შტატები სიტყვით გვეუბნება, თქვენ გვერდით ვდგავართო, მაგრამ რეალურ თანადგომას განსაზღვრავს ფული: ძალიან მარტივია – დოლარით ფინანსდება მხარდაჭერა. მხოლოდ შორიდან რომ გეძახონ, გამაგრდითო, ეს დიდი არაფერია. სიტყვით, დოქტრინებითა და კონგრესის დადგენილებებით მხარს დაგვიჭერს, მაგრამ, როგორც ვხედავთ, საქართველო შეერთებული შტატების საგარეო ვექტორში აღარ ჯდება. და არა მხოლოდ საქართველო, უფრო სირიისკენ, ჩრდილო კორეისკენ გადადის აქცენტები, რაც არ არის სასიამოვნო ჩვენთვის. ვინაიდან ჩვენთვის ფინანსური დახმარება იგივეა, რაც გაჭირვებულისთვის – ხავსი. მძიმე ეკონომიკური პრობლემებია დღეს და თუ ამას დაემატება ის, რა სიგნალებიც მოგვდის – ბუნებრივი აირის მოსალოდნელი გაძვირება, რასაც დაემატება ელექტროენერგიის გაძვირება და, ზოგადად, ფასების მატებაც, სამწუხაროდ, ეკონომიკური პროგნოზი საიმედო არ არის. იმას გარდა, რომ იძაბება საერთაშორისო ვითარებაც.
– ჩვენ უპრეცედენტო მხარდაჭერად აღვიქვით ეს დოკუმენტი, მაგრამ, რეალურად, რა სიგნალი მიიღო, სახელდობრ, რუსეთმა? რომ აშშ უთმობს სამხრეთ კავკასიას? ანუ რა დიაპაზონში აძლევს რუსეთს მოქმედების თავისუფლებას?
– ეს უფრო ჩვენი მისამართიაა გზავნილი: მზადდებოდა რა აშშ-ის ბიუჯეტში დახმარების პროგრამის შემცირება, ეს გადაფარა ამერიკელი კონგრესმენების მხარდამჭერმა წერილმა. რუსეთმა ყველაზე კარგად იცის და ის ყველაზე კარგად ფილტრავს ტრამპის ადმინისტარციიდან წამოსულ იმპულსებს. როგორც ჩანს, შეხების ბევრი წერტილი ჰქონიათ ტრამპის ოჯახთანაც და მის ადმინისტრაციასთანაც. რუსებმა კარგად იციან, რომ ვენესუელა და ნიკარაგუა არასდროს ყოფილან ამერიკული დახმარების იმედად. პირიქით, რუსეთმა მათ ფული გადაუხადა, რომ ჩვენი სეპარატისტული რეგიონები ეღიარებინათ. ამდენად, აშშ-ის ამ გადაწყვეტილებაზე რუსები ნერვებს არ მოიშლიან. ისინი ხვდებიან, რომ შეერთებული შტატების ვექტორი შეიცვალა და ყველანაირად ეცდებიან, რომ აშშ-ის გლობალური ინტერესები აცდეს რუსეთის გლობალურ ინტერესებს, ანუ ისინი არ გადაიკვეთოს. მოკლედ რომ ვთქვა, შეერთებული შტატების ინტერესები ასცდეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიას. მეტიც, შეერთებული შტატები საკმაოდ გულგრილია უკრაინის მიმართ. იგივე ხდება მოლდოვეთის მიმართ, სამაგიეროდ, იზრდება შეერთებული შტატების ინტერესები და, აქედან გამომდინარე, ფინანსური ასიგნებანი იმ რეგიონებისადმი, რომლებიც სცილდება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს.
– კერძოდ?
– იგივე სირია, თუმცა რუსეთის სტრატეგიული ინტერესის სფერო სირიაცაა, მაგრამ რუსეთს ჯერ უნდა, გავლენა შეინარჩუნოს ყოფილი საბჭოეთის ტერიტორიაზე, გაიმყაროს, დაიბრუნოს და ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, ამას ნელ-ნელა აკეთებს. მოლდოვეთში ეს გამოდის, პრეზიდენტი პრორუსია. ჯერჯერობით პარლამენტია პროევროპული, მაგრამ მალე საპალამენტო არჩევნებიც იქნება. ვხედავთ, უკრაინაში რა ხდება.
– იმას ამბობთ, რომ აშშ თვალს დახუჭავს რუსეთის მიერ პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის აღდგენაზე და მეტიც, აუნთო მწვანე შუქი?
– ბევრმა ექსპერტმა გაავლო პარალელი ტრამპსა და რეიგანს შორის. პირდაპირი პარალელის გავლება ძნელია, იმიტომ რომ, რეიგანი გაპრეზიდენტებამდე ორჯერ იყო კალიფორნიის გუბერნატორი, მანამდე კი „ჰოლივუდის“ გილდიის პროფკავშირების თავმჯდომარეც. ხოლო ტრამპს ასეთი გამოცდილება არ აქვს. მაგრამ თვითონ ტრამპს უნდა, რომ ისტორიაში შევიდეს, როგორც ყველაზე ძლიერი და მტკიცე პრეზიდენტი და მასაც აქვს თავისი „ბოროტების იმპერია“, ოღონდ იქ არ შედის რუსეთი. შედიან: სირია, ტერორისტული ორგანიზაციები, ირანი… ტრამპს რუსეთი წარმოუდგენია მოკავშირედ ამათ წინააღმდეგ, არადა იმავე სირიაში პრობლემები სწორედ რუსეთმა შექმნა: ეს ომი ამდენ ხანს არ გაგრძელდებოდა, რუსეთს რომ მხარი არ დაეჭირა ასადისთვის. იგივე ითქმის ირანსა და ჩრდილო კორეაზეც. თავის მოტყუებაა, თუ ტრამპს იმედი აქვს, რომ რუსეთი მას გვერდში დაუდგება. რუსეთი ეცდება, შეერთებული შტატები ჩაერთოს ისეთი ამბების მოგვარებაში, რომ ყოფილი საბჭოეთის ტერიტორიისთვის ვერ მოიცალოს. რუსეთის სტრატეგია, როგორც წესი, გათვლილია ხანგრძლივ პერიოდზე.
– არც შეცვლილა მას შემდეგ, რაც კავკასია ამოიღო მიზანში, ჯერ – პეტრემ, შემდეგ ეკატერინემ მოიყვანა სისრულეში. სულ მიკვირს, რა უნდა ამ პერიოდის გაანალიზებას და ცხადი გახდება, რა შეიძლება, მოიმოქმედოს რუსეთმა უახლოეს მომავალში ამ რეგიონში ჩვენი მისამართით.
– ამ სტრატეგიაში შედის სამხრეთ კავკასია, შუა აზია უფრო მყარად ჰყავს დაშანტაჟებული, შემდეგ მოიცლის ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის და სანამ პუტინი ფიზიკურად იარსებებს, ეს საფრთხე მუდმივად იქნება. სხვა თემაა, თუ ვინ შეცვლის პუტინს და როგორ განვითარდება რუსეთის ისტორია მომავალ წლებში. სამწუხაროდ, ჩვენ მიბმულები ვართ ამ იმპერიაზე და, ამდენად, ამაზე დიდად იქნება დამოკიდებული ჩვენი მომავალიც. ჩაცხრება აჟიოტაჟი და ვნახავთ, რა რეალურ შედეგსაც მივიღებთ. როგორც ვხედათ, არავინ გვარჩენს.
– არც უნდა გვარჩინოს.
– 25 წელი გავიდა და სულ იმის მოლოდინში ვართ, ამერიკის რომელი პრეზიდენტი ამოყოფს თავს ბაზალეთის ტბიდან. 25 წლის განმავლობაში არათუ სხვის, ჩვენს შეცდომებზეც ვერ ვსწავლობთ. რუსეთსაც და საქართველოსაც აქვს ორ-ორი პრობლემა: რუსეთის პრობლემებია გზები და სისულელე, ჩვენი: სიზარმაცე და ამბიციები. ჩვენთან, საუბედუროდ, პოლიტიკოსობა არ გახდა პროფესია. ყველას აქვს პრეტენზია, რომ პოლიტიკოსია, რადგან პარლამენტში აირჩიეს ერთი კაცის მხარდაჭერით.
"აქცენტის" ინტერვიუ უშიშროების გადამდგარ პოლკოვნიკ ბესიკ ალადაშვილთან.
– უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა რუსული პროპაგანდის მომძლავრებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოში არა მხოლოდ რუსული, არამედ მეზობელი და სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებიც მუშაობენ. მეზობელი ქვეყნებიდან ორს სტრატეგიულ პარტნიორად განვიხილავთ. .....
პარიზულმა ტერაქტმა მთელი ცივილიზებული სამყარო შეაფხიზლა და, როგორც იქნა, მიიყვანა იმ აზრამდე, რომ ისლამურ სახალიფოს მხოლოდ მოკრძალებული ავიადარტყმებით ვერ გაუმკლავდებიან. თუმცა იმ შემთხვევაში კი, თუ ტერორისტების ინფრასტრუქტურის განადგურება მოხერხდება, ტერორისტებთან ბრძოლა გაცილებით რთული იქნება. როგორ ანეიტრალებენ ტერორიზმის საფრთხეებს თანამედროვე სპეცსამსახურები და სად დაუშვა შეცდომა საფრანგეთის შესაბამისმა სტრუქტურამ, – ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაცია – სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბესო ალადაშვილი გვესაუბრება.
გარდა ინფორმაციის შეგროვებისა, სპეცსამსახურების ფუნქცია ადამიანის ფსიქიკასა და ფიზიოლოგიაზე ზემოქმედებაცაა. ამის ყველაზე მასობრივ საშუალებას, ალბათ, მსოფლიო ტექნოლოგიის მონაპოვარი – ინტერნეტი და ინტერნეტის თანმდევი სოციალური ქსელები იძლევა, რომელთა მეშვეობითაც ადამიანები ნებაყოფლობით და დიდი სიამოვნებით ავრცელებენ ინფორმაციას საკუთარი თავის შესახებ და ძალიან უიოლებენ საქმეს დაინტერესებულ პირებსა თუ უწყებებს, იმის პარალელურად, რომ მანიპულაციისთვისაც მეტად გემრიელ საკბილოს წარმოადგენენ. უფრო მეტიც – „ფეისბუქის“ მამა იმასაც კი დაგვპირდა, რომ ....
ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე ისლამური სახელმწიფოს ახალი ვილაიეთის შექმნის შემდეგ, საქართველო საზღვრებზე კონტროლს მაქსიმალურად ამკაცრებს. ისლამური სახელმწიფოს მოქმედებები საქართველოსგან უყურადღებოდ არ რჩება და როგორც მთელი მსოფლიო, საქართველოც საფრთხედ განიხილავს.
for.ge-სთან საუბრისას „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის - საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი აცხადებს, რომ საზღვრების კონტროლი მნიშვნელოვანია, მაგრამ........
სირიაში საბრძოლველად საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე გაემგზავრა. საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ყარაჯალაში მცხოვრებმა ირადა ღარიბოვამ და ანა სულეიმანოვამ გასულ კვირას გადაკვეთეს და თურქეში ჩავიდნენ. ორმა ქალბატონმა სახლში წერილი დატოვეს, რომელშიც ნათქვამია, რომ
„გეოპოლიტიკურ სივრცეში სამი მეზობელი გვყავს – ირანი, თურქეთი და რუსეთი, რომელთაც აინტერესებთ საქართველოში მიმდინარე საშინაო და საგარეო პოლიტიკური სიტუაცია. ამასთან, არ გამოვრიცხოთ ჩვენი სხვა მეზობლები - აზერბაიჯანი და სომხეთი, რომელთაც დაძაბული ურთიერთობის გამო, ერთმანეთის შესახებ სურთ ინფორმაციის მოპოვება და ეს ხდება საქართველოში“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას უშიშროების გადამგარი პოლკოვნიკი, ბესო ალადაშვილი.
სპეცსამსახურები, როგორც წესი, საკუთარი თუ უცხო ქვეყნის სპეციალურ სახელმწიფო სტრუქტურებთან ასოცირდება. თუმცა, როგორც წესი, ამ ტიპის სამსახური აუცილებელია, ჰქონდეს არა მხოლოდ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, არამედ სოლიდურ იურიდიულ პირსაც, რადგან პოლიტიკური თუ ბიზნესინფორმაციის უსაფრთხოება მათთვისაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუმცა ისიცაა, რომ...
უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკი, ბესოალადაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში მთავარი რგოლი არის შემსრულებელი. იმ შემთხვევაში, თუ შემსრულებლის დაკავება არ მოხდა ცხელ კვალზე, მაშინ ალბათობა იმისა, რომ ეს საქმე გაიხსნას....
ფარული მოსმენების შესახებ კანონსა და სპეცსამსახურებში განსახორციელებელ რეფორმებზე გვესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია “სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრის” თავმჯდომარე ბესიკ ალადაშვილი:
მთავრობაში განხორცილებული ცვლილებების თემა კვლავ აქტუალურია. 4 ნოემბერს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანია დაითხოვა. ეს მას შემდეგ, რაც პროკურატურის საგამოძიებო მოქმედებები თავდაცვის სამინისტროში ალასანიამ შეაფასა, როგორც შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე. ამის შემდეგ საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრის პოსტები დატოვეს მაია ფანჯიკიძემ და ალექსი პეტრიაშვილმა, "თავისუფალმა დემოკრატებმა" კი დატოვეს კოალიცია "ქართული ოცნება"...
უკვე რამდენიმე თვეა, დიდი დავაა ამტყდარი, ბოლოს და ბოლოს, ვის ხელში უნდა იყოს მოსასმენი აპარატურის „გასაღები“. ერთი მხრივ, თითქმის სრულიად არასამთავრობო სექტორი ჯიუტად ამტკიცებს, რომ ქართული დემოკრატია მხოლოდ იმ შემთხვევაში გადარჩება, თუ „გასაღები“ მობილურ ოპერატორებს გადაეცემათ, მეოერ მხრივ, მთავრობაა დარწმუნებული, რომ „გასაღებს“ სახელმწიფო სტრუქტურები უნდა აკონტროლებდნენ (რაც უფრო მართებული მგონია, რადგან, წესითა და რიგით, სახელმწიფო უფრო მეტადაა მოტივირებული, ყოველ შემთხვევაში, უნდა იყოს მოქალაქეების პერსონალური მონაცემების დაცვაზე), იმას გარდა, რომ ეს თემა პირდაპირ ეხება სახელმწიფო უსაფრთხოებას. რაც მთავარია....
„ფარული მოსმენა იმდენად ხელმისაწვდომი გახდა, რომ ეს შეიძლება გააკეთოს კერძო პირმა“
თამთა ქარჩავა
2014-09-17 00:02:03
ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერ კიდევ აქვთ მოსასმენი საშუალებები. ხელისუფლებას კი, ამის კონტროლის საშუალება არ აქვს. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს,.....