მსოფლიო დიდ მოლოდინშია: რამდენადაა შესაძლებელი შეთქმულება პუტინის “სამეფო კარზე”?

უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ფართომასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ და ათასობით უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვამ სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები იმდენად აღაშფოთა, რომ მათ დიპლომატიური ეტიკეტიც დაივიწყეს: აშშ-ის პრეზიდენტი პუტინს უკვე მოურიდებლად ეძახის: “

დაიმახსოვრეთ 2022 წლის 24 თებერვალი: ეს პუტინის დასასრულის დასაწყისია

უკრაინაზე თავდასხმა რუსეთის იმპერიული პოლიტიკის გაგრძელებაა. საუკუნეები გავიდა მაგრამ რუსეთში არაფერი შეცვლილა. იქ კვლავ იმპერიული ფანტაზიებით სულდგმულობენ. ეს ფანტაზიები რომ საშიშად სიცოცხლისუნარიანია, რუსეთში ჩატარებულმა ერთ-ერთმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამაც დაადასტურა, როცა საბჭოთა (იგივე რუსეთის) იმპერიის, თუნდაც ტრნასფორმირებული სახით, აღდგენის მომხრე გამოკითხულთა ნახევარზე მეტი აღმოჩნდა. 

„სამწუხაროდ, კვლავ ოქტომბრის ქაოსისკენ მივექანებით.

„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის მიზანი არის დარჩეს პოლიტიკურ სივრცეში, რადგან იგი უკვე არავის არ აინტერესებს და მათ შორის, არც თავის პარტიაში. ალადაშვილის შეფასებით, ქვეყანა ოქტომბრის ქაოსისკენ .....

”ჰარვარდის პროექტის” რესპოდენტი # 543: მიხეილ ალშიბაია

ინფორმაციის ფლობა, მისი დროული და სწორი გამოყენება იყო და არის უმნიშვნელოვანესი იარაღი სახელმწიფოს პოლიტიკის წარმართვაში. სწორედ ამიტომ დიდია ინტერესი საიდუმლო დოკუმენტების გაანალიზებისადმი, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მომტანი ხდება. სწორედ ერთ-ერთ ასეთ დოკუმენტს წარმოადგენს „ჰარვარდის პროექტი“, ( რომელიც აწ უკვე ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის)

რა იპოვეს ექსპერტებმა ბაჩალიაშვილის ავტომობილში და რის დადგენას შეძლებს გამოძიება მისი ექსპერტიზით

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებიდან 45 დღის შემდეგ, არსებობდა მოლოდინი, რომ ავტომობილის ექსპერტიზა ბევრ რამეს იტყოდა. თუმცა როგორც ოჯახი და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, ჯერჯერობით ამ ექსპერტიზამ ხელჩასაჭიდი ვერაფერი თქვა. თუმცა, საქმეში კიდევ ერთი საეჭვო გარემოება ჩნდება - რატომ არ იყო ავტომობილის გამაგრილებელი სისტემა ჩართული მაშინ, როდესაც ახალგაზრდა პროგრამისტი რამდენიმე საათის განმავლობაში, ჩაკეტილი შუშებით გადაადგილდებოდა? იყო, თუ არა გამოყენებული ე.წ ბუქსირი?

„ვფიქრობ, ბაჩალეიშვილი ჩართული იყო ისეთ სერიოზულ საქმეებში, როგორიც არის ინფორმაციის უკანონო წვდომა“

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ამტკიცებს, რომ თამარმა შემთხვევით გახსნა და გაშიფრა ის სქემა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით. მისი თქმით, მას ამის შესახებ ინფორმაცია წყარომ მიაწოდა და იგი აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ ამ საკითხით. ამ საკნადალური განცხადების მიუხედავად, გამოძიებას ჯერჯერობით თამაზაშვილის მიმართ კითხვები არ გასჩენია. „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი ამბობს

ყველა ამბობს, რომ ამ გოგონამ ვიღაცაზე იპოვა კომპრომატი, მაგრამ, პირიქით, მასზე ხომ არ ჰქონდათ კომპრომატები?“

შინაგან საქმეთა სამინისტრო, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეშიფედერალური ბიუროს ჩართულობაზე მზაობას გამოთქვამს. ვახტანგ გომელაურის უწყებამ შესაბამისი წერილით უკვე მიმართა FBI-ს. ახლა უნდა გაირკვეს FBI-ს მონაწილეობას რა არეალი ექნება ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში. როგორც გარდაცვლილის დედა, თეონა თამაზაშვილი აცხადებს, საქმეში FBI-ს კონსულტანტის როლში ჩართვა ოჯახისთვის მიუღებელია. ითხოვს, რომ FBI-მ საქმე დეტალურად გამოიძიოს, რატომ დაიკარგა თამარი, რატომ ვერ მოიძებნა 5 დღის მანძილზე, რატომ წაიშალა კომპიუტერში ყველაფერი. ფორ.გე-სთან საუბრისას„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი...

სპეცსამსახურების კვალი, თუ თვითმკვლელობა – რა საქმით იყო დაკავებული ბაჩალიაშვილი?

გიორგი გახარია შინაგან საქმეთა სამინისტროს ავალებს, რომ მოახდინოს მოქალაქეების პროაქტიური ინფორმირება თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე, რათა არ დარჩეს არც ერთი სივრცე სპეკულირებისთვის. პრემიერ–მინისტრის განცხადებით, 23 წლის პროგრამისტის გაურკვეველ პირობებში გარდაცვალება, გასცდა ოჯახის ტრაგედიას და ხდება ქვეყნის ტრაგედია. შესაბამისად,

რატომ იქცა ადამიანი კომერციულ ინფორმაციად და როგორ აკონტროლებს თანამედროვე ტექნოლოგიები ადამიანების ცნობიერსაც და ქვეცნობიერსაც

პროექტი „სტარლინკი“, რომლის განხორციელებაც ილონ მასკის კომპანიამ (შპაცეX-მა) 2015 წელს დაიწყო და რაც დედამიწის გარშემო 12 000 ხელოვნური თანამგზავრის გაშვებას გულისხმობს (ფაქტობრივად, თანამგზავრების ბადეში ეხვევა ჩვენი პლანეტა), მორიგ ფაზაში გადავიდა. კერძოდ

„აშკარად ხდება თემის პოლიტიზირება, როცა მსგავს საკითხთან დაკავშირებით ითხოვენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას“

ტერორიზმი ერთ-ერთი გამოწვევა და საფრთხეა მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის საქართველოსთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით საქართველოს საფრთხე არ შექმნია, ანალიტიკოსების შეფასებით, ეს არ ნიშნავს, რომ სპეცსამსახურებს მოდუნების უფლება აქვთ. აქედან გამომდინარე, „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი ამბობს, რომ საკმაოდ მოუზომელია გოგაშვილის განცხადება, რომელიც აპირებს მტკიცებულებების გამოქვეყნებას.

„რუსული აგენტურა და 10 საქმე 7 წელიწადში: საქართველომ ნდობა დაკარგა?

რეგიონში რუსეთის ფედერაციის მხრიდან გამოხატული ინტერესის, მზარდი გავლენის, დასავლეთის რიგი ქვეყნების არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ ღია საუბრის და კონკრეტული მკვლელობებისა თუ მკვლელობის მცდელობებში მისი სპეცსამსახურების კავშირის გამოვლენის, უშუალოდ საქართველოში კი ხელისუფლების ჩრდილოელ მეზობელთან კოლაბორაციაშიდადანაშაულების, ქართველი სამხედროების პერსონალური მონაცემების გაჟონვის, მკვლელობის მცდელობებისა, თუ საეჭვო გარდაცვალებების შესახებ 

„გავრილოვის ვიზიტი საერთო დიდი ოპერაციის, დიდი გეგმის ნაწილი იყო, რომელიც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაიგეგმა“

შეიძლებოდა თუ არა 20 ივნისის დაძაბული ღამის აცილება? ხელეწიფებოდა თუ არა მმართველ გუნდს მხოლოდ საპოლიციო ძალებით სიტუაციის მოგვარება, თუ მაინცდამაინც სპეცრაზმის ჩართვა და ადამიანებისთვის სახიფათო რეზინის ტყვიების გამოყენება იყო საჭირო? ამის შესახებ Fორ.Gე-ს „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლი-საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე ბესო ალადაშვილი ესაუბრა.

როგორ მუშაობს ჩინური სპეცსამსახური ევროპასა და აშშ-ში და რატომ არის მათთვის საინტერესო საქართველოს ტერიტორია

როგორ ცდილობს ირანი საქართველოს უნიტური მოსახლეობის გადაბირებას და რატომაა თეირანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ტერიტორია

ირანის  ხელისუფლებამ ამ წელს უკვე მეორედ შემოუთვალა ჩვენს მთავრობას, რომ რიგიანად მოიქცნენ და ირანელ ქალბატონებს ნუ აწუხებენ იდენტიფიცირებისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. თეირანის ტონი დიპლომატიურად ხისტია და მოითხოვენ, რომ ვერავინ გაბედოს მათი მდედრობითი სქესის მოქალაქეების შემოწმება. მეორე მხრივ, ცხადია, რომ ფარანჯის მოხსნის გარეშე მხოლოდ ეშმაკი თუ გაარკვევს, შეესაბამება თუ არა ფარანჯის პატრონი თავისსავე პასპორტს. თუმცა, რაკი ირანის მთავრობა ასე ზრუნავს თავისი ტრადიციების დაცვაზე, ალბათ, აჯობებდა, საკუთარი მოქალაქეები საკუთარ ქვეყანაში შეეყოვნებინა, რომ ტრადიციებიც არ შებღალულიყო და არც საქართველოს კანომდებლობა. რატომ მისცა თავის თავს ირანმა, რომელიც თითქმის პოლიტიკურ იზოლაციაშია, საქართველოსთან, რომლის კარიც ირანელებისთვის მეგობრულადაა ღია, ესოდენ გაუმართლებელი ტონით საუბრის უფლება. მით უფრო, რომ ყველა ცივილიზებულ ქვეყანაშია მიღებული საბაჟო კონტროლი? ამ თემას უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკთან, ბესო ალადაშვილთან ერთად განვიხილავთ.

საქართველოს უსაფრთხოების მოლოდინში: ახალი ეფექტური ორგანო თუ კვლავ „ჩამოწერილი“ კადრების თავშესაფარი

სახელმწიფო ორგანო, რომელსაც იდეაში უსაფრთხოების კუთხით ინფორმაციის აკუმულირება, ანალიზი და შემდეგ სახელმწიფო პოლიტიკა უნდა განესაზღვრა, ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში ორჯერ გაუქმდა. უკვე რამდენიმე თვეა ქვეყანა მსგავსი ორგანოს გარეშე განაგრძობს არსებობას, მხოლოდ ახლახანს გახდა ცნობილი, რომ მსგავსი ორგანო ისევ ყალიბდება, ამჯერად უსაფრთხოების მაკოორდინირებელი საბჭოს სახით.
“ნამდვილად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაკოორდინირებელი საბჭოს შექმნა. ჩვენ აუცილებლად....

გამოიყენებს თუ არა რუსეთი დასავლეთთან დიპლომატიურ სკანდალს საქართველოზე ზეწოლისთვის და რატომ დაამთხვია პუტინმა რუსეთის საპრეზიდენტო წინასაარჩევნო პერიოდს აგენტის ლიკვიდაცია

ინგლისში ორმაგი აგენტის, სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მკვლელობას შედეგად დიდი ბრიტანეთიდან რუსეთის 23 დიპლომატის გამოძევება მოჰყვა. ლონდონს მიჰბაძა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც, რამდენიმე ათეული რუსი დიპლომატის გამოძევების პირობა დადო და ევროპის 20-მდე ქვეყანამაც გამოთქვა მზადყოფნა, გამოემშვიდობონ რუს დიპლომატებს თავიანთ ქვეყნებში. საქართველომ მხარი დაუჭირა დიდ ბრიტანეთს, თუმცა, რაკი რუსეთთან დიპლომატიური კავშირი არ გვაქვს, ცხადია, ვერავის ვერსად გავაძევებთ, იმიტომ რომ

შესაძლოა, ხანძარი ბრაკონიერების მიერ ხის ჭრის პროცესში, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით გააჩინეს

ხაძრის სერიები, რთულად მიუვალ ადგილას გაღვივებული ცეცხლის კერები, ტყეში დატოვებული ბენზინის ბიდონები - ეს ყველაფერი ბადებს ეჭვებს, საქმე გვაქვს დივერსიასთან, თუ ბუნებრი სტიქიასთან? ვის და რაში სჭირდება ამ ფორმით გამოუცხადოს ბრძოლა ბუნებას - ამას გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი არ გამორიცხავს, რომ ხანძრი ბრაკონიერების მიერ ხის ჭრის პროცესში, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით გააჩინეს.

 

დივერსია თუ შემთხვევითობა - 13 დამწვარი ბაზრობა და ხანძრის გამომწვევი უცნობი მიზეზები


ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 13 ბაზრობა დაიწვა, ყველა ამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო, მაგრამ გამოძიება ხანძრის გაჩენის მიზეზებზე არ საუბრობს. ქართულ სინამდვილეში ბაზრობის დაწვა იმდენად ხშირია, რომ სპეციალისტების შეფასებით, შემთხვევითობაზე საუბარი არ შეიძლება იყოს. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ რიგ შემთხვევებში უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული, აქიდან გამომდინარე ათი შემთხვევიდან 7 შეიძლება შემთხვევითობა იყოს, 3 დივერსია.

რით დააზარალებს რუსეთსა და ჩვენს სეპარატისტულ რეგიონებს აშშ-ის მიერ აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ ამღიარებლებისთვის დაფინანსების შეწყვეტა

ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის დემონსტრირებამ, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში იმას გულისხმობს, რომ აშშ არ გაუწევს ფინანსურ დახმარებას იმ ქვეყნებს, რომლებიც აღიარებენ ჩვენი სეპარატისტული რეგიონების „დამოუკიდებლობას“, მორალურადაც გაგვამხნევა და იმედიც ჩაგვისახა. მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ასეთი არც ისე ბევრია: რფ, ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ და ისიც არ გარკვეულა საბოლოოდ, არიან თუ არა ამ ჩვენი სეპარატისტების მხარდამჭერები ვანუატუელები, ამ გადაწყვეტილებას ერთგვარი პრევენციის მიზანიც უნდა ჰქონდეს (ზემოჩამოთვლილებს, მაინცდამაინც, თბილი დამოკიდებულება არც აქვთ ჩვენს ოკეანისგაღმელ სტრატეგიულ პარტნიორთან). თუმცა ყველაზე მთავარი მაინც ისაა, ექნება თუ არა ამ გადაწყვეტილებას გავლენა რუსეთის პოლიტიკაზე ჩვენი ქვეყნისადმი. სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ ექსპერტთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ბესო ალადაშვილთან.

„გვინდა თუ არა, თბილისი ჯაშუშთა ქალაქია“

"აქცენტის" ინტერვიუ უშიშროების გადამდგარ პოლკოვნიკ ბესიკ ალადაშვილთან.
– უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა რუსული პროპაგანდის მომძლავრებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოში არა მხოლოდ რუსული, არამედ მეზობელი და სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებიც მუშაობენ. მეზობელი ქვეყნებიდან ორს სტრატეგიულ პარტნიორად განვიხილავთ. .....

როგორ ავარჯიშებენ 4-5 წლის ბავშვებს მომავალ თვითმკვლელებად და როგორ აგროვებენ ტერორისტები სექსმონებს მომავალი თვითმკვლელების გასაჩენად

პარიზულმა ტერაქტმა მთელი ცივილიზებული სამყარო შეაფხიზლა და, როგორც იქნა, მიიყვანა იმ აზრამდე, რომ ისლამურ სახალიფოს მხოლოდ მოკრძალებული ავიადარტყმებით ვერ გაუმკლავდებიან. თუმცა იმ შემთხვევაში კი, თუ ტერორისტების ინფრასტრუქტურის განადგურება მოხერხდება, ტერორისტებთან ბრძოლა გაცილებით რთული იქნება. როგორ ანეიტრალებენ ტერორიზმის საფრთხეებს თანამედროვე სპეცსამსახურები და სად დაუშვა შეცდომა საფრანგეთის შესაბამისმა სტრუქტურამ, – ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაცია – სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბესო ალადაშვილი გვესაუბრება.

როგორ იქცა სპეცსამსახურებისთვის ინტერნეტი და სოციალური ქსელები საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების ყველაზე ეფექტიან საშუალებად და როგორ მუშაობს დეზინფორმაციის სამსახურები სოციალური ქსელებით

გარდა ინფორმაციის შეგროვებისა, სპეცსამსახურების ფუნქცია ადამიანის ფსიქიკასა და ფიზიოლოგიაზე ზემოქმედებაცაა. ამის ყველაზე მასობრივ საშუალებას, ალბათ, მსოფლიო ტექნოლოგიის მონაპოვარი – ინტერნეტი და ინტერნეტის თანმდევი სოციალური ქსელები იძლევა, რომელთა მეშვეობითაც ადამიანები ნებაყოფლობით და დიდი სიამოვნებით ავრცელებენ ინფორმაციას საკუთარი თავის შესახებ და ძალიან უიოლებენ საქმეს  დაინტერესებულ პირებსა თუ უწყებებს, იმის პარალელურად, რომ მანიპულაციისთვისაც მეტად გემრიელ საკბილოს წარმოადგენენ. უფრო მეტიც – „ფეისბუქის“ მამა იმასაც კი დაგვპირდა, რომ ....

„ბოლო დღეებში მომხდარი ტერაქტები დასავლეთს აიძულებს, რომ ითანამშრომლონ რუსეთთან“

ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე ისლამური სახელმწიფოს ახალი ვილაიეთის შექმნის შემდეგ, საქართველო საზღვრებზე კონტროლს მაქსიმალურად ამკაცრებს. ისლამური სახელმწიფოს მოქმედებები საქართველოსგან უყურადღებოდ არ რჩება და როგორც მთელი მსოფლიო, საქართველოც საფრთხედ განიხილავს.

for.ge-სთან საუბრისას „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის - საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი აცხადებს, რომ საზღვრების კონტროლი მნიშვნელოვანია, მაგრამ........

„სირიაში საბრძოლველად საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე გაემგზავრა“

სირიაში საბრძოლველად საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე გაემგზავრა. საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ყარაჯალაში მცხოვრებმა ირადა ღარიბოვამ და ანა სულეიმანოვამ გასულ კვირას გადაკვეთეს და თურქეში ჩავიდნენ. ორმა ქალბატონმა სახლში წერილი დატოვეს, რომელშიც ნათქვამია, რომ

„დიდი ეკონომიკური პროექტები სპეცსამსახურების გარეშე არ კეთდება“

„გეოპოლიტიკურ სივრცეში სამი მეზობელი გვყავს – ირანი, თურქეთი და რუსეთი, რომელთაც აინტერესებთ საქართველოში მიმდინარე საშინაო და საგარეო პოლიტიკური სიტუაცია. ამასთან, არ გამოვრიცხოთ ჩვენი სხვა მეზობლები - აზერბაიჯანი და სომხეთი, რომელთაც დაძაბული ურთიერთობის გამო, ერთმანეთის შესახებ სურთ ინფორმაციის მოპოვება და ეს ხდება საქართველოში“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას უშიშროების გადამგარი პოლკოვნიკი, ბესო ალადაშვილი.

რა ფუნქცია აქვს შიდაპარტიულ სპეცსამსახურს, რა კატეგორიის აგენტურა აქტიურდება წინასაარჩევნოდ და რატომ ფასობენ აგენტ-ანალიტიკოსების პარტიული „ბოევიკები“

სპეცსამსახურები, როგორც წესი, საკუთარი თუ უცხო ქვეყნის სპეციალურ სახელმწიფო სტრუქტურებთან ასოცირდება. თუმცა, როგორც წესი, ამ ტიპის სამსახური აუცილებელია, ჰქონდეს არა მხოლოდ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას...

„თბილისიდან გამოსვლისას მოხდა დაკავშირება შემსრულებელთან, რომელიც უკვე ადგილზე იყო“

უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკი, ბესოალადაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში მთავარი რგოლი არის შემსრულებელი. იმ შემთხვევაში, თუ შემსრულებლის დაკავება არ მოხდა ცხელ კვალზე, მაშინ ალბათობა იმისა, რომ ეს საქმე გაიხსნას....

ბესიკ ალადაშვილი: საქართველოს სპეცსამსახურები არ ჰყავს!

ფარული მოსმენების შესახებ კანონსა და სპეცსამსახურებში განსახორციელებელ რეფორმებზე გვესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია “სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრის” თავმჯდომარე ბესიკ ალადაშვილი:

საქართველოს თავდაცვის მინისტრების ყველაზე დიდი მიღწევები და შეცდომები

მთავრობაში განხორცილებული ცვლილებების თემა კვლავ აქტუალურია. 4 ნოემბერს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანია დაითხოვა. ეს მას შემდეგ, რაც პროკურატურის საგამოძიებო მოქმედებები თავდაცვის სამინისტროში ალასანიამ შეაფასა, როგორც შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე. ამის შემდეგ საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრის პოსტები დატოვეს მაია ფანჯიკიძემ და ალექსი პეტრიაშვილმა, "თავისუფალმა დემოკრატებმა" კი დატოვეს კოალიცია "ქართული ოცნება"...

უკვე რამდენიმე თვეა, დიდი დავაა ამტყდარი, ბოლოს და ბოლოს, ვის ხელში უნდა იყოს მოსასმენი აპარატურის „გასაღები“

უკვე რამდენიმე თვეა, დიდი დავაა ამტყდარი, ბოლოს და ბოლოს, ვის ხელში უნდა იყოს მოსასმენი აპარატურის „გასაღები“. ერთი მხრივ, თითქმის სრულიად არასამთავრობო სექტორი ჯიუტად ამტკიცებს, რომ ქართული დემოკრატია მხოლოდ იმ შემთხვევაში გადარჩება, თუ „გასაღები“  მობილურ ოპერატორებს გადაეცემათ, მეოერ მხრივ, მთავრობაა დარწმუნებული, რომ „გასაღებს“ სახელმწიფო სტრუქტურები უნდა აკონტროლებდნენ (რაც უფრო მართებული მგონია, რადგან, წესითა და რიგით, სახელმწიფო უფრო მეტადაა მოტივირებული, ყოველ შემთხვევაში, უნდა იყოს მოქალაქეების პერსონალური მონაცემების დაცვაზე), იმას გარდა, რომ ეს თემა პირდაპირ ეხება სახელმწიფო უსაფრთხოებას. რაც მთავარია....

„ფარული მოსმენა იმდენად ხელმისაწვდომი გახდა, რომ ეს შეიძლება გააკეთოს კერძო პირმა“

„ფარული მოსმენა იმდენად ხელმისაწვდომი გახდა, რომ ეს შეიძლება გააკეთოს კერძო პირმა“
თამთა ქარჩავა
2014-09-17 00:02:03
ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერ კიდევ აქვთ მოსასმენი საშუალებები. ხელისუფლებას კი, ამის კონტროლის საშუალება არ აქვს. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს,.....

მონადირეთა ხაფანგში გზააბნეულები

მანანა ნოზაძე

2014-05-15 13:53:34

„იმ აპარატურის გამოსავლენად, რომლითაც მოსმენები ხორციელდება, სპეცტექნიკაა საჭირო, რომელიც საქართველოს არ გააჩნია“, - აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია.

თუმცა პრობლემა მალე აღმოიფხვრება, რადგან ამ ტიპის აპარატურის შეძენას სახელმწიფო წელს აპირებს. უკვე ცნობილია, რომ აღნიშნული სპეციალური ტექნიკური საშუალება არანაკლებ ძვირადღირებულია, ვიდრე ის ტექნიკური საშუალება, რომლითაც მოსმენები ხორციელდება.

„თვითონ ეს ტექნიკა ახალია. სხვადასხვა ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მოხდა ორი ტექნიკის ტესტირება, თუმცა არ მინდა საიდუმლო ინფორმაცია გავაჟღერო. ჩვენ ვაპირებთ ცდომილებისგან დაზღვეული და 100-პროცენტიანი ტექნიკა წელს შევიძინოთ, მაგრამ ეს მილიონებთანაა დაკავშირებული და მაღალი ხარისხის იდენტიფიცირების გარეშე მისი შეძენა არასწორი იქნება“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

ინტერვიუ 2

ნათია ვერძეული, “ქართული სიტყვა”,07.05.2014.


“იმისათვის, რომ გაგვეგო გვისმენენ თუ არა, გოგა ხაჩიძის ექსპერიმენტი სპეციალისტებისათვის  დამაჯერებელი არ გამოდგა. როგორც ამბობენ, პარლამენტარს კანონშემოქმედებაზე კარგად თურმე არც ოპერატიული საქმიანობა გამოსდის. იმისათვის რომ, გავარკვიოთ ვინ არის მართალი ხელისუფლება და შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც ამბობს, რომ....

ნუ ილაპარაკებთ პირად საქმეებზე ტელეფონით _ ეს ყველაზე კარგი თავდაცვაა!

საზოგადოების დიდი ნაწილის იმედი, რომ ხელისუფლებაში ახალი ძალის მოსვლის შემდეგ ტელეფონზე რებუსებით აღარ მოუწევდა საუბარი, ფუჭი აღმოჩნდა. მეტიც, კონკრეტული ორგანიზაციებისა და პოლიტიკოსების ოფისებსა თუ სახლებში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟების ერთი საქმეც არ არის გამოძიებული, მაგალითად......

ინტერვიუ

 

ნათია ვერძეული ,"ქართული სიტყვა"
2014-02-09 10:56:57


“ნაციონალური” ხელისუფლების დროს გაკეთებული თითოეული ფარული ჩანაწერის ასლი რუსეთის სპეცსამსახურებში იგზავნებოდა”, - ამ სკანდალურ განცხადებას “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას უშიშროების საკითხების ექსპერტი, არასამთავრობო ორგანიზაცია “სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის ცენტრის” თავმჯდომარე ბესო ალადაშვილი აკეთებს. ამასთან, ანალიტიკოსი არც იმას გამორიცხავს, რომ ....