„დიდი ეკონომიკური პროექტები სპეცსამსახურების გარეშე არ კეთდება“

„დიდი ეკონომიკური პროექტები სპეცსამსახურების გარეშე არ კეთდება“

 

თამთა ქარჩავა

2015-02-02 12:00:03

„გეოპოლიტიკურ სივრცეში სამი მეზობელი გვყავს – ირანი, თურქეთი და რუსეთი, რომელთაც აინტერესებთ საქართველოში მიმდინარე საშინაო და საგარეო პოლიტიკური სიტუაცია. ამასთან, არ გამოვრიცხოთ ჩვენი სხვა მეზობლები - აზერბაიჯანი და სომხეთი, რომელთაც დაძაბული ურთიერთობის გამო, ერთმანეთის შესახებ სურთ ინფორმაციის მოპოვება და ეს ხდება საქართველოში“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას უშიშროების გადამგარი პოლკოვნიკი, ბესო ალადაშვილი.

არის თუ არა საქართველო შპიონაჟის გზაჯვარედინზე და გარდა მედია საშუალებებისა, რომელ სფეროში ეძებენ დასაყრდენს რუსეთის სპეცსამსახურები? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ბესოალადაშვილს ესაუბრა.

საქართველოსგეოპოლიტიკურვითარებასთუგავითვალისწინებთ, ალბათ, აქმოქმედებენუცხოქვეყნისსპეცსამსახურები. ძირითადად,რომელიქვეყნისდაინტერესებისსფეროასაქართველო?

- საქართველოში აქტიურად მოქმედებენ ძალიან ბევრი ქვეყნის სპეცსამსახურები, შესაძლოა, ორი ათეული ქვეყანა დავასახელოთ. ზოგიერთ ქვეყანას საქართველოზე მეტად, თავისი მოწინააღმდეგე ქვეყანა აინტერესებს. ჩვენ ვსაუბრობთ სამსახურზე, რომელიც ფარული მოქმედებებით მოიპოვებს ინფორმაციას, აკეთებს მის ანალიზს და ახდენს რეალიზაციას. ანუ, სამივეს აქვს თავისი ფუნქცია. მაგალითად, ოპერატიული ინფორმაციის მოპოვებას ახორციელებს სხვა სამსახური, ანალიზს სხვა ჯგუფი აკეთებს, ხოლო მის რეალიზაციას სულ სხვა ჯგუფი ახდენს. აქ უმთავრესი არის ანალიტიკოსთა ჯგუფი, რომლებიც დავალებებს აძლევენ ერთსაც და მეორესაც.

საქართველოსშემთხვევშირომელიჯგუფიაუფროძლიერი?

– სამწუხაროდ, საქართველოს შემთხვევაში ჯერ კიდევ არის ძველი „კაგებე“-ს სტილის სტრუქტურა. ადამიანური განწყობაც ისევ ძველი „კაგებე“-სია. ჩვენთან პროფესიონალად თვლიან იმ კადრებს, ვისაც ფარული ჩაწერა ან მოსასმენი აპარატურის დამონტაჟება შეუძლია, მაგრამ არავინ ამბობს, რომ სპეცსამსახურების მთავარი შედეგი ეს არის ანალიზი, ინფორმაციის მიღება–გადამუშავება. ასე მუშაობენ დღეს აშშ–ის, დიდი ბრიტანეთის და ისრაელის სპეცსამსახურები. ანალიტიკის სამსახური ძლიერი უნდა იყოს. სამწუაროდ, ეს მეორე და მესამეხარისხოვნად არის მიჩნეული ჩვენთან, რაც უდიდესი შეცდომაა.

ამისფონზერამდენადძლიერიარუსულისპეცსამსახურებისგავლენაქვეყანაში?

– გეოპოლიტიკურ სივრცეში სამი მეზობელი გვყავს – ირანი, თურქეთი და რუსეთი, რომელთაც როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური რესურსები აქვს. მათ აინტერესებთ საქართველოში მიმდინარე საშინაო და საგარეო პოლიტიკური სიტუაცია. ამასთან ერთად, არ გამოვრიცხოთ ჩვენი სხვა მეზობლები, აზერბაიჯანი და სომხეთი. მათ შორის დაძაბული ურთიერთობის გამო, ბუნებრივია, რომ ერთმანეთის შესახებაც სურთ ინფორმაციის მოპოვება და ეს ხდება საქართველოში. ამას გარდა, მათ აინტერესებთ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება ამ თითოეული ქვეყნის მიმართ. სამწუაროდ, ჩვენ ამ შპიონაჟის გზაჯვარედინზე ვართ. სამწუხაროდ, არავის არ უნდა, რომ საქართველოს ძლიერი სპეცსამსახურები ჰყავდეს, არც ჩვენს მეგობრებს.

რატომ?

– არ ვიცი, ვერ გეტყვით. რუსეთზე ვსაუბრობდით და ბუნებრივია, რუსეთის ინტერესში არ შედის საქართველოს ძლიერი სპეცსამსახურები ჰყავდეს, რათა მისი გეგმები არ ჩაშალოს. შსს–ს და უშიშროების სამინისტროს გაერთიანებით მოკვდა სპეცსამსახური. ამით ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება უფრო შესუსტდა. წესით, ეს არ უნდა ყოფილიყო ჩვენი დასავლელი პარტნიორების ინტერესში. ჩვენი დასუსტებული სპეცსამსახურები არავის არ აინტერესებდა. რაც შეეხება კვალს, ეს უნდა განისაზაღვროს საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკური კურსის მიხედვით. თუ ჩავუღრმავდებით რომელი ქვეყნის ეროვნული ინტერესია გატარებული თუნდაც ეკონომიკურ პროექტებში, ამას უკვე მივყავართ სპეცსამსახურების კვალზე. დიდი ეკონომიკური პროექტები სპეცსამსახურების გარეშე არ კეთდება.

ეკონომიკურიპროექტიახსენეთ, ძალიანაქტიურადმიდისსაუბარიქეყანაშირუსულიინვესტიციებისშემოდინებასთანდაკავშირებით, იგივეროსტნეფტის“მიერფოთისპორტში შესვლადა.. ესეცრუსეთისსპეცსამსახურებისგავლენაა?

– აქ მხოლოდ ფოთის პორტზე და „როსტნეფტზე“ არაა ლაპარაკი. საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარება უკანასკნელი 25 წელია ძირითადად რუსეთის კარნახით მიდის. ყველა ტრაგიკული მოვლენა, რომ რუსეთის სპეცსამსახურების კაბინეტებშია დაგეგმილი, ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება? რაც შეეხება „როსტნეფტს“, შეხედეთ, როგორ არის - გარეგნულად ეს არის ბიზნესგარიგებაა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ ნაციონალების დროიდან მოდის - ჯერ იყიდეს წილები და შემდეგ, უკვე, გაყიდეს რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენზე, რომელმაც თავის მხრივ, უკვე გაყიდა რუსულ კომპანიაზე. ერთი შეხედვით, ეს წმინდა ბიზნესგარიგებაა, მაგრამ არავინ არ უნდა მოტყუვდეს. რუსეთში ყველა ასეთი სტრატეგიული დარგის უკან სახელმწიფო დგას, ყველგან თავისი ოდეერები ჰყავს და მათ შორის - „როსტნეფტში“. იგივე თელასი... არავის არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ეს კომპანია არ არის რუსეთის. რუსეთს როცა საელჩო არ ჰყავს საქართველოში, ბუნებრივია, ასეთ კომერციულ სტრუქტურებს გამოიყენებს.

რაცშეეხებაპოლიტიკურპროცესებს, სერიოზულიპოლიტიკურიპარტიასულრამდენიმეა, მათშორისგამოკვეთილიარიანპრორუსულიპარტიებიც. მოახლობულწინასაარჩევნოპერიოდთანერთად, ალბათ,გააქტიურდებიანქვეყანაშიმოქმედისპეცსამსახურები, რომლებთაცსაკუთარიინტერესიგააჩნიათ...

– ბუნებრივია, ეს მსოფლიო პრაქტიკაა. პოლიტიკური პროცესის დაგვირგვინება არჩევნებზე ხდება. თუ მათი ინტერესია რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლა, ასევე საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა, როგორც ეს მოხდა გამსახურდიას და შევარდნაძის დროს (ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება), მაშინ, მთავარია, არჩევნებზე სასურველი შედეგის დადება. რა თქმა უნდა, საარჩევნოდ გააქტიურდებიან და ამ შემთხვევაში, უნდა ველოდოთ კომპრომატების ომს. მართვადი ქაოსის შექმნა ძალიან იოლი ხდება, როცა ეს ქაოსი შეგნებულად არის დაგეგმილი.

გასულკვირასირაკლიალასანიამგანაცხადა, რომრუსულისპეცსამსახურებიდიდფინანსებსდებენმედიასაშუალებებში. გავრცელდა ინფორმაცია, რომსაქართველოშიიქმნებაახალიტელევიზია, რომლისმთავარდამფინანსებლადსახელდებარუსეთშიმოღვაწებიზნესმენიმიხეილხუბუტია. მისიპოლიტიკურიგემოვნება კიცნობილია. მედია საშუალებებისდაფინანსებისმთავარიმიზანი,ცხადია,არისსაზოგადოებისაზრისშეცვლადასაკუთარიპოლიტიკურიინტერესებისგატარება. რამდენადშეძლებსრუსეთი ამ კუთხითწარმატებისმიღწევას?

– გარკვეულწილად, ეს მოსალოდნელია არა მარტო მასმედიაში, არამედ სპეცსამსახურები ეცდებიან ყველა სფეროში იპოვონ დასაყრდენი. ამ შემთხვევაში, აქტიური უნდა იყოს ქვეყნის კონტრდაზვერვა, რომ არ მოხდეს საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედება. თუმცა, ეს სავსებით მოსალოდნელია იგივე არასამთავრობო სექტორში, სააგენტოებში. რაც შეეხება ბეჭდურ მედიას, ვერ ვხედავ ახალ მედიას, ძირითადად, ფული მაინც ელექტრონულ მედიაში ჩაიდება. ფსიქოლოგიურ ომს აქვს ასეთი თვისება - მას შეუძლია დიდი გავლენა მოხდინოს საზოგადოებაზე. როდესაც რომელიმე ინტერვიუზე ან მასალაზე ვკითხულობ კომენტარებს, აშკარა ხდება, რომ ძალიან ბევრი ფსევდონიმის უკან სპეცსამსახური დგას. როდესაც სტალინის და საბჭოთა კავშირის პროპაგანდა ხდება, ამით ყველაფერი ნათქვამია.