ნათია ვერძეული, “ქართული სიტყვა”,07.05.2014.
“იმისათვის, რომ გაგვეგო გვისმენენ თუ არა, გოგა ხაჩიძის ექსპერიმენტი სპეციალისტებისათვის დამაჯერებელი არ გამოდგა. როგორც ამბობენ, პარლამენტარს კანონშემოქმედებაზე კარგად თურმე არც ოპერატიული საქმიანობა გამოსდის. იმისათვის რომ, გავარკვიოთ ვინ არის მართალი ხელისუფლება და შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც ამბობს, რომ უკანონოდ დღეს აღარავის უსმენენ თუ არასამთავრობო სექტორი რომელმაც კამპანია `ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ~ წამოიწყო,სულ ცოტა ერთი ექსპერიმენტი კიდევ უნდა ჩავტაროთ და სატელეფონო საუბრისას ვთქვათ, რომ გაგვყავს გვირაბი ლონდონიდან ჩხოროწყუმდე. ამის შემდეგ კი დეველოდოთ მოვლენების განვითარებას.
ეს ისე ხუმრობით, რაც შეეხება კანონპროექტს, რომელიც პარლამენტში დევს და რომელიც უკანონო მოსმენებს ეხება, როგორც ჩანს უახლოეს დღეებში მიიღებენ. არასამთავრობო სექტორი კი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ამ თემაზე `ქართული სიტყვა~ არასამთავრობო ორგანიზაცია `სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლი_ საქართველოს ცენტრის~ ხელმძღვანელს ბესო ალადაშვილს ესაუბრა.
ბესო ალადაშვილი _გარკვეული სიმართლე ორივე მხარეს არის როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც მონაწილეობენ ამ აქციაში ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების, რომლებიც ამბობს რომ პრობლემა გაზვიადებულია. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, საზოგადოების სიფრთხილე და ინტერესი ამ საკითხისადმი გასაგებია და ეს გამომდინარეობს იქიდან რომ თავის დროზე არ მოხდა იმ პიროვნებების დასჯა, რომელებიც წინა ხელისუფლების დროს აკეთებდნენ ამ უკანონო ჩანაწერებს. იყო ყბადაღებული 27 ათასი ფაილი, რომელიც განადგურდა თუ არა ეს კიდევ საკითხავია, მაგრამ რეალურად მათ უკან იყვნენ შემსრულებლები და ბრძანების გამცემები, რომლებიც არ დასჯილან. პირიქით, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები აცხადებენ, ისინი დაწინაურდნენ კიდეც.
_ ხელისუფლებამ შეცდომა სწორედ აქ დაუშვა?
_ დიახ და ახლაც შეცდომას უშვებს, როცა ნათლად ვერ გვიხსნის როგორ უნდა მოხდეს კონტროლი იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავმშვიდდეთ და ვიცოდეთ, რომ უკანონოდ არ გვისმენენ. და თუ გვისმემენ რაღაც პერიოდის მერე ის მაინც უნდა გავიგოთ, რომ ვიყავით ოპერატიული დამუშავების ობიექტი. ამას კი თუ სასამართლომდე საქმე არ მივიდა დღევანდელ პირობებში ვერასდროს გავიგებთ.
აქ არის კიდევ ერთ მომენტი. არასამთავრობოები კოლეგები კი არიან, მაგრამ მაინც უნდა მივცე კრიტიკული შენიშვნა. მაფიქრებს ერთი ფაქტორი, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია უნივერსალურ სტრუქტურად ჩამოყალიბდა ანუ მათ აქვთ გამზადებული დასკვნა ყველა პრობლემაზე და საზოგადოებაში მიმდინარე ყველა პროცესზე. ეს ცოტა დამაფიქრებელია და განსაკუთრებით საიას შემთხვევაში. მე მათ პროფესიონალიზმში ეჭვი არ შემაქვს, მაგრამ ჩემი აზრით, ძირითადად ისინი მაინც თეორეტიკოსები არიან და კანონების ანალიზის პრიზმიდან უყურებენ მოვლენებს. ეს არის შეცდომა. ყველა საკითხზე კომენტარის გაკეთება, უბრალოდ ადამიანური რესურსიდან გამომდინარე შეუძლებელია. რაც შეეხება მოსმენებთან დაკავშირებულ პრობლემას, აქ ჩემი აზრით ცოტა რელობას დაცილდნენ.
_ რატომ?
_ ეს კანონპროექტი ისეა აბურდული და პინგპონგის ბურთივით ათამაშებენ, რომ ვინ რას ამბობს იმის გაგება და დასკვნების გამოტანა ჭირს. უკვე აღარ ვიცით პარლამენტში რა დევს ხელისუფლებამ რა შენიშვნები წარადგინა და რას მოითხოვენ არასამთავრობოები. არასამთავრობოეის ერთერთი მოთხოვნაა რომ თითოეული ოპრატიული დამუშავების ობიექტის მოსმენაზე სასამართლოდან ნებართვა უნდა მივიდეს პროვაიდერთან. ის საქმის კურსშიაა რომელ მოქალაქეს უსმენენ და მხოლოდ შემდეგ უნდა ჩართოს შესაბამისი სპეცსამსახური. აქ არასამთავრობოები ერთ შეცდომას უშვებენ. რადგან მხოლოდ შსს არ შეიძლება იყოს უკანონო მოსმენების ორგანიზატორი.
_ კიდევ რომელ სტრუქტურას აქვს ტექნიკა მოსმენების უზრუნველსაყოფად?
_ ტექნიკა აქვს სახელმწიფო დაცვის პსპეციალურ სამსახურს, დაზვრვის სამსახურს, სამხედრო პოლიციას, საფინანსო პოლიციას, სასჯელარასრულების სტრუქტურა ორი ოპერატიულ-ტექნიკური ბაზა აქვს და რაც საინტერესოა შსს-ში მინიმუმ ცხრა სტრუქტურას აქვს ასეთი ტქნიკა. ამიტომ ვამბობ, რომ არასამათავრობოების მიდგომა არასწორია. ეს პრობლემა მარტო კანონპროექტით ვერ მოგვარდება რადგან ამ ყველაფერს სისტემური მიდგომა სჭირდება. იმდენად არის გაბნეული ოპერატიულ მოსმენის საშულებები რომ ერთიანი კონტროლის განხორციელება გაჭირდება.
_ ანუ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს კანონში ჩაიწერება Yთუ არა ის რომ შემდგომში მოსმენა განხორციელდეს პროვაიდერის მეშვეობით
_ არანაირი მნიშვნალობა არა აქვს ეს განხორციელდება `ჩერეზ~ პროვაიდერით თუ არა და გეტყვით რატომ. არ შემიძლია არ დავეთანხმო შსს-ს რომ ამ შემთხვევაში საიდუმლოების გამჟღავნების ალბათობა მაღალია. მთავრობამ განცხადებებიც არასწორად გააკეთა. არ შეიძლება დავაბრალოთ არასამთავრობებს სახელმწიფოს ძირგამომთხრელი მუშაობა.
_ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ არასამთავრობოებს ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები მართავენ..
_ მე ეს მაგონებს იგივე წინა ხელისუფლების განცხადებებს. კრიტიკის მერე ისინი ყველგან მტერს ხედავდნენ. ეს ძალიან ატროფირებულია და ასე გაგრძელება არ შეიძლება ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობას დავემსგავსებით.
და კიდევ, არასამთავრობეოები ჩაკეტილი კლუბის სისტემით მუშაობენ და ამიტომ არ ვიცი ქონდათ თუ არა კონსულტაციები ანალიტიკოსებთან და ტექნიკური დარგის სპეციალისტებთან.
_ ეჭვი რომ არასამთავრობეოები ყოფილი ხელისუფლებიდან იმართება გოგა ხაჩიძესთან დაკავშირებულმა ისტორიამაც გააჩინა, ძალიან საეჭვოდ დაემთხვა `ეს შენ გეხებას~ კამპანია პარლამენტარის ცნობილ პროვოკაციას
_ ჯერ ერთი, პარლამენტარს რომ ძალიან ბევრი დრო აქვს ეს ძალიან ცუდია. კანონშემოქმედებოთ მუშაობას ეტყობა ძალიან სწრაფად ამთავრებს ბატონი ხაჩიძე და შემდეგ ექსპერიმენტებისთვის იცლის. მეორე, თავისთავად, ძალიან სახალისოა ადამინი რომ ასეთი გონებაგახსნილია და შერლოკ Hჰოლმსივით მუშაობს. ვოტსონს უკეთებდა შერლოკ ჰოლმსი ასეთ პატარა ხაფანგებს, რათა შეემოწმებინა ვოტსონის უმეცრება საგამოძიებო საქმეში. ხაჩიძე ამას ხელისუფლებას უკეთებს. მაგრამ მოქმედებას ვუწუნებ. მას შეეძლო სხვა ნაციონალ დეპუტატებთან ერთად დაეფიქსირებინათ პრემიერის სახლთან დაცვის რაოდენობა და განხორციელებული ზარის შემდეგ გადაემოწმებინათ რა მოხდა პრემიერის სახლთან გაიზარდა თუ არა სამართალდამცავების რაოდენობა. ამ შემთხვევაში ხაჩიძის ექსპერიმენტი მართლაც სერიოზული იქნებოდა.
_გამოდის, რომ ხაჩიძე არ გამოდგა არც როგორც დეპუტატი და არც როგორც ოპერატიული მუშაკი?!
_ რამდენიმე წლის წინ იგივე მოხდა ერთერთ პოლიტიკურ პარტიაში, როცა `ჟუჩოკები~ აღმოაჩინეს ოფისის ელექტროჩამრთველებში. პარტიამ მოიწვია ჟურნალისტები, დაიწყო გამოძიებაც. მე მაშინ ვთქვი, რომ საინტერესო იქნებოდა ეს არ გაეხმაურებინათ და ჩაეტარებინათ ექსპერიმენტი რომ გამოსვლასა და საპროტესტო აქციას აპირებდნენ და შეემოწმებინათ ექნებოდა თუ არა მაშინდელ ხელსუფლებას რეაქცია.
_ თავის დროზე გაჟღერებული ეს იდეა ხაჩიძემ ხომ არ მოგპარათ?
_ არა მგონია. ჩანს, რომ ხაჩიძეს იდეები არ უჭირს. მას ყავაზეც კი ჩაუტარებია ექსპერიმენტი. ეს ახლა კია სახალისო თემა, მაგრამ ფარულ მოსმენებს დიდი უარყოფითი ის აქვს, რომ ჩვენ ვერ ვაფიქსირებთ რომ გვისმენენ. მოსმენის შედეგი უკვე შემდგომ განვითარებულ მოვლენებში ვლინდება. ახლა ჩვენ ტელეფონზე ვლაპარაკობთ და ვერ ვაფიქსირებთ რომ გვისმენენ, მაგრამ რომ ვთქვათ რომ ჩვენ ვთხრით გვირაბს ლონდონიდან ჩხოროწყუმდე და ამას მოყვება ხელისუფლების მყისიერი რეგირება და ოპერატიული ინფორმაციის გამჟღავნება მხოლოდ შემდეგ გავიგევთ ამას.
_ შსს ამბობს, რომ ისინი ნაწყენები არიან არასამთავრობოების ასეთი ქცევებით, ამბობენ, რომ არ გვისმენენ, მაგრამ ამას ვერაფრით ამტკიცებენ, რა ხდება ბატონო ბესო?
_ ეს ჩაკეტილი მოჯადოებიული წრეა. იგივე ლევან იზორიასთან დაკავშირებით რა საბუთი გვაქვს რომ მისი სიტყვები არ დავიჯეროთ, როცა ამბობს რომ უკანონოდ არავის უსმენენ? არასამთავრობოები კი ამტკიცებენ რომ გვისმენენ და მათი არგუმენტებიც დამაჯერებელია. ეს ჩაკეტილი წრე კვერცხისა და ქათამის ამბავს ემსგავსება და შეიძლება უსასრულობამდე გაგრძელდეს. ამ შემთხვევაში მთავარი მოთამეშე ხელისუფლებაა და უნდა საქმეში მაქსიმალური ჩართულობა. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს საკითხი მარტო საქართველოს პრობლემა არ არის. მაგალითისთვის გავიხსენოთ ედვარდ სნოუდენის საქმე და მასთან დაკავშირებული მოლენები. გავიხსენოთ აშს-ს ადმინისტრაციაში მომხდარი სკანდალიც, ერთი წელი გავიდა მას შემდეგ და ოქროს შუალედს დღესაც ვერ მიაგნეს. ამიტომ, რუბიკონია გადასალახი და მოსაძებნია შუალედი, სად იწყება ეროვნული ინტერესები და სად მთავრდება დემოკრატიის მოთხოვნები. საზოგადეობამ კი უნდა იცოდეს რომ ეს მთალად ქართული ფენომენი არ არის, ეს მსოფლიო პრობლემაა.