”ჰარვარდის პროექტის” რესპოდენტი # 543: მიხეილ ალშიბაია

”ჰარვარდის პროექტის” რესპოდენტი # 543: მიხეილ ალშიბაია

ინფორმაციის ფლობა, მისი დროული და სწორი გამოყენება იყო და არის უმნიშვნელოვანესი იარაღი სახელმწიფოს პოლიტიკის წარმართვაში. სწორედ ამიტომ დიდია ინტერესი საიდუმლო დოკუმენტების გაანალიზებისადმი, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მომტანი ხდება. სწორედ ერთ-ერთ ასეთ დოკუმენტს წარმოადგენს „ჰარვარდის პროექტი“, ( რომელიც აწ უკვე ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის). - ეს არის სოციალურ -პოლიტიკური კვლევა , რომელიც მიმდინარეობდა 1950 -იან წლების დასაწყიში დასავლეთ ევროპის ტერიტორიაზე და ფინანსდებოდა აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ. მის მთავარ მიზანს წარმოადგენდა მეორე მსოფლიო ომამდე და მისი დასრულების შემდგომ საბჭოთა კავშირიდან სხვადასხვა გზებით ემიგრირებული პირების გამოკითხვა და მათგან მაქსიმალური ინფორმაციის მიღება საბჭოთა იმპერიის შესახებ, რათა მიეღოთ სოციალურ-პოლიტიკური, სამხედრო. ეკონომიკური და ა.შ. ინფორმაცია. რესპოდენტებს წარმოადგენდნენ სამხედრო ტყვეები, ემიგრანტები და ოსტრაბაიტერები („სამუშაო ძალა აღმოსავლეთიდან„). ჩვენს მთავარ ინტერესს ამ შემთხვევაში წარმოადგენს ქართველი ემიგრანტების მოღვაწეობა და მათი ურთიერთობა მესამე რეიხთან. თუ რა მიზანს ემსახურებოდა მათი ქმედებები და საბოლოოდ ეფუძნებოდა თუ არა მათი იდეა საქართველოს დამოუკიდებლობის მიღწევას გერმანელებთან ურთიერთობის გზით. ჩვენს კვლევის ობიექტს წარმოადგენს ქართველი ემიგრანტი - მიხეილ ალშიბაია (1908-1967 წწ) , რომელიც აქტიურად თანამშრომლობდა აბვერთან (გერმანიის სამხედრო კონტრდაზვერის ორგანო), ომის შემდგომ კი ის გახლდათ ერთ-ერთი ლიდერი ქართველი სეპარატისტების. მიხეილმა საქართველო დატოვა 1921 წელს, როდესაც ის გაემგზავრა სასწავლებლად გერმანიაში, შემდგომ იგი მიემგზავრება პოლონეთში (სადაც 1941 წლამდე მუშაობდა ერთ-ერთი ფაბრიკის დირექტორად), თუმცა კვლავ ბრუნდება გერმანიაში და 1941 წელს ნებაყოფლობით შედის გერმანიის სამხედრო სამსახურში, იგი გახლდათ თარჯიმანი მე-18 სატანკო დივიზიაში და მისი წოდება გახლდათ ზონდერფიურერი. თუმცა მისი მოღვაწეობა აქტიურ ფაზაში გადადის როდესაც 1943 წლიდან. ამ პერიოდში მისი მოღვაწეობა დაკავშირებულია ისეთ ქართველ ემიგრანტებთან როგორებიც იყვნენ - მიხეილ კედია, გიორგი მაღალაშვილი და გივი ვაბლიანი). მათი ერთობლივი საქმიანობა მიმართული იყო შემდეგი მიზნებისკენ: უზრუნველეყოთ ქართველი სამხედრო ტყვეების სოციალური დახმარება და ამავე დროს მხარდაჭერა გაეწიათ ქართული ლეგიონისთვის.- (სამხედრო ფორმირება,რომელიც ჩამოყალიბებული იქნა 1942 წელს და იბრძოდა მესამე რეიხის მხარეს). ინტერვიუს მსვლელობისას ალშიბაია იხსენებს, ერთ -ერთ ქართულ ბატალიონს, რომელიც ჰოლანდიაში გაუსაძლის ვითარებაში იმყოფებოდა, რის გამოც მან გენერალ კესტლინგს შესჩივლა დახმარებისთვის, თუმცა უნდა ითქვას, რომ სამხედრო ბანაკებში ქართველთა დახმარება დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. მისი ინტერვიუდან ჩანს, რომ იგი მიეკუთვნებოდა იმ ქართველ ემიგრანტებს , რომლებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა და უნარი წარედგინათ გერმანელებისთვის განსაკუთრებული მოთხოვნები, შედეგად მათ გერჰარდ ფონ მენდეს დახმარებით შექმნეს თავიდან არაპოლიტიკური ჯგუფი (ტექნიკური და სოციალური სამუშაოებისთვის), რომელიც 1943 წლიდან ახალ სტრუქტურად გარდაიქმნა რადგან თავდაპირველი „ქართული კომიტეტი“ მიხეილ წერეთლის მეთაურობით აღარ იქნა აღიარებული გერმანიის აღმოსავლეთ სამინისტროს მიერ. ახალ სტუქტურას კი ჰქონდა კავშირი ჟორდანიას მომხრეებთან საფრანგეთში და მათ ერთობლივ მიზანს წარმოადგენდა გაერთიანებულიყვნენ ქართველი ხალხის გადასარჩენად. ალშიბაია გახლდათ „კავკასიური კავშირის“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მის მიზანს წარმოადგენდა გაეწია კონტროლი 4 კავკასიური შტაბისთვის და უკრაინელები და ბელორუსები ჩართოთ ერთობლივ ბრძოლაში. მ. ალშიბაიას ინტერვიუდან იკვეთება არა მხოლოდ შიდაპოლიტიკური დაპირისპირებები ქართულ პარტიებს შორის, არამედ ერთ ერთ მთავარი პრობლემა: ქართველ ემიგრანტებსა და გერმანულ მხარეს შორის კომპეტენციის გადანაწილება, რის გამოც ხშირად ეწირებოდა პირად ინეტრესებს სტრატეგიული ინტერესები. შესაბამისად ერთმანეთის დასმენები და დეზინფორმაციის გავრცელება არ იყო იშვიათი მათთვის. ვერმახტის მესამე სამმართველოს შტურმან ფიურერი ვოლფი ეჭვით უყურებდა კედიას და ალშიბაიას. ამავე დროს ჩვენს ყურადღებას იპყრობს ალშიბაიას მიერ ნახსენები ქართველი ემიგრანტი - შალვა ოდიშარია. მისი ცხოვრება ჯერ კიდევ შეუსწავლელი ფაქტებითაა სავსე, თუმცა ცხადია, რომ სხვადასხვა დროს ის თანამშრომლობდა სხვადასხვა ქვეყნების (გერმანიის, საფრანგეთის და სსრკ) სპეცსამსახურებთან და გახლდათ მათი აგენტი. იგი თანამშრომლობდა გესტაპოს მეოთხე სამმართველოსთან და იყო დადანაშაულებული ბევრ არაადამიანურ ქმედებაში. ალშიბაია აღნიშნავს, რომ ოდიშარია ცდილობდა ინფორმაციის გავრცელებას მასზე და კედიაზე და მათ დასმენას თითქოს ისინი „ამერიკის აგენტები“ იყვნენ და საფრთხეს გენერალმა მენდემ გადაარჩინა. 1945 წელს ალშიბაიას, მენდეს , გაბლიაშვილს მოუწიათ შვეიცარიაში გადასვლა იმის შიშით, რომ მოკავშირეები მათ საბჭოთა კავშირს გადასცემდნენ. ომის დასრულების შემდგომ სტალინმა მოითხოვა სსრკ-ს ტერიტორიებიდან წასული ემიგრანტების გადაცემა, რასაც შეეწირა კიდეც ბევრის სიცოცხლე.


კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის
მაგისტრანტი, ანუკი გელაშვილი