პოლკოვნიკი სკრიპალი პუტინის შურისძიების მორიგი მსხვერპლია?

პოლკოვნიკი სკრიპალი პუტინის შურისძიების მორიგი მსხვერპლია?

გასულ თვეში რუსეთის სამხედრო დაზერვის (გე-ერ-უ) ყოფილი პოლკოვნიკი, სერგეი სკრიპალის ქალიშვილი, იულია სკრიპალი, საავადმყოფოდან გაწერეს. გავრცელებული ცნობით ის უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. აპრილი დასაწყისში დიდი ბრიტანეთის პოლიციამ იულიას განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მისი მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდებოდა. "დაახლოებით ერთი კვირის წინ მოვედი გონს. მიხარია, რომ ძალა მემატება ყოველ დღე. მადლობას ვუხდი ბევრ ადამიანს ჩემს ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ადამიანებს სოლსბერიდან, რომლებიც მე და მამაჩემს დაგვეხმარნენ." ნათქვამია განცხადებაში. რაც შეეხება სერგეი სკრიპალს - ის კვლავ საავადმყოფოში რჩება, თუმცა მისი მდგომარეობა უმჯობესდება. თითქოს ყველაფერი “ბედნიერი დასასრულისკენ” მიდის, თუმცა კითხვები ჯერ კიდევ მრავალია.
რა მომწამვლელი ნივთიერება იყო გამოყენებული ?
მიმდინარე წლის 12 მარტს, მომხდაეი დანაშაულიდან ‘ცხელ კვალზე’ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ სკრიპალი და მის ქალიშვილი მოწამლეს სამხედრო ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით, რომელის ე.წ. “ ნოვიჩოკის” ჯგუფს განეკუთვნება და ის რუსეთში მზადდებოდა. ეს დაანაშაული ან პირდაპირ რუსეთის დავალებით ჩაიდინეს, ან რუსეთმა კონტროლი დაკარგა ამ მომამვლელი ნივთიერების შენახვაზეო – ამგვარი იყო ტერეზა მეის დასკვნა. ზუსტად ერთი თვის შემდეგ, 2018 წლის 12 აპრილს “ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის” ექსპერტებმა თავის მოხსენებაში დაადასტურეს, რომ რუსეთის სამხედრო დაზერვის (გე-ერ-უ) ყოფილი პოლკოვნიკი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი – იულია, ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს. დოკუმენტში მითითებული იყო ამ ნივთიერების ქიმიური ფორმულაც. თუმცა საკამათო გახდა იყო თუ არა ის ე.წ. “ ნოვიჩოკის” ჯგუფიდან. ასევ ძალზე მნიშვნელოვანია იმის დადგენა თუ კონკრეტულად რა მეთოდით განხორციელდა მოწამვლა. ამ დროისათვის სამი შესაძლო ვერსია არსებობს.
ვერსია I
სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის, იულია სკრიპალის მოსაწამლად რუსეთში დამზადებული სამხედრო-ტიპის ნერვულ-პარალიტიკუი ნივთიერება იულიას ჩემოდანში მოათავსეს მანამდე, სანამ ის რუსეთს დატოვებდა. მომწამლავი ნივთიერება ტანსაცმელში, კოსმეტიკაში ან საჩუქარში იყო მოათავსებული, რომელიც მათ შემდგომ სოლსბერიში, სკრიპალის სახლში გახსნეს.
ვერსია II
დიდი ბრიტანეთის პოლიცია ვარაუდობს, რომ რუსეთიდან ჩატანილი წიწიბურა, შესაძლოა, ნერვულ-პარალიტიკურ ნივთიერება „ნოვიჩოკს“ შეიცავდა. გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი სკრიპალმა ქალიშვილს რუსეთიდან წიწიბურის, დაფნის ფოთლისა და სანელებლების ჩამოტანა სთხოვა. თუმცა იულია სკრიპალს წიწიბურის ჩატანა დაავიწყდა და ამის გაკეთება სთხოვა თავის მეგობარ ქალს, რომელიც დიდ ბრიტანეთში სხვა რეისით ჩაფრინდა.

ვერსია III
ბრიტანეთის პოლიციის აზრით მომწამლავი ნივთიერება "ნოვიჩოკით", რომელმაც ყოფილი რუსი ჯაშუში, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლა გამოიწვია, სკრიპალის სახლის კარის სახელური იყო დამუშავებული. სკოტლანდ იარდის ინფორმაციით სპეციალისტებმა ნივთიერების ყველაზე მაღალი შემცველობა სწორედ სახლის კარზე აღმოაჩინეს. დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების აზრით რუსეთი 2000-იან წლებში ქიმიური იარაღის გამოყენების სხვადსხვა მეთოდებს ამოწმებდა, მათ შორის ნივთიერების წასმას კარის სახელურზე. ამ შემთხვევაში რუსი მეცნიერები შორს წასულან და აირისებური ქიმიური შენაერტისთვის გელის ფორმა მიუციათ, რაც "ნოვიჩოკის" გამოყენების პერსპექტივებს მართლაცდა უსაზღვროს ხდის.
დაგვიანებული “თითზე კბენანი”
დიდ ბრიტანეთის აქვს მონაცემები იმის შესახებ, რომ რუსული დაზვერვა სერგეი სკრიპალის ოჯახის მიმართ ინტერესს სულ მცირე 2013 წლიდან იჩენდა. ეს ცნობილი გახდა ბრიტანეთის ნაციონალური უსაფრთხოების მრჩეველის მარკ სიდველის წერილის მიხედვით, რომელიც მან ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს გაუგზავნა. დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების მტკიცებით, 2013 წელს გრუ-ს სპეციალისტები იულია სკრიპალის ელექტრონულ ფოსტაზე წვდომის მიღებას შეეცადნენ. ჩვენი აზრით რუსეთის სპეცსამსახურები ამით არ შემოიფარგლებოდნენ. სკრიპალების ოჯახის მიმართ გამოყენებული იქნებოდა ოპერატიულ-აგენტურული ოპერაციების სრული არსენალი: თვალთვალი, სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება, აგენტურული დამუშავება, კორესპონდენციის პრელუსტრაცია და ა.შ.
სკრიპალების ოჯახი რუსეთის სპეცსამსახურების კონტროლქვეშ იქნებოდნენ, როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე დიდ ბრიტანეთშიც. სად იყო მაშინ ბრიტანეთის კონტრდაზვერვა? მით უფრო, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რუსი ‘შტირლიცები’ თავისუფლად მოქმედებენ “ნისლიანი ალბიონის” ტერიტორიაზე.
დასავლეთი გაერთიანდა. ვითომ დიდი ხნით?
საფრანგეთის, გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების და გაერთიანებული სამეფოს ლიდერებმა დიდბრიტანეთში ყოფილი რუსი აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამლვასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს:
"ჩვენ, საფრანგეთის, გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერები, 2018 წლის 4 მარტს, დიდ ბრიტანეთში, ქალაქ სოლსბერში სერგეი და იულია სკრიპალების წინააღმდეგ განვითარებულ მოვლენებზე შეშფოთებას გამოვთქვამთ. ბრიტანელი პოლიციის ოფიცერიც, რომელიც ამ თავდასხმის დროს ასევე დაუცველი იყო, დღემდე სერიოზულადაა დაშავებული. ამასთან, ბევრი უდანაშაულო ბრიტანეთის მოქალაქის სიცოცხლეს დაემუქრა საფრთხე. ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს სიმპათიას ყველა მათგანის მიმართ და აღტაცებას დიდიბრიტანეთის პოლიციისა და სასწრაფო დახმარების სამსახურის მიმართ მათი უშიშარი პასუხისთვის." ამ განცხადებას მკვეთრი დიპლომატიური დემარშებიც მოჰყვა მსოფლიოს მრავალი ქვენის მხრიდან. "ნოვიჩოკით" მოწამვლის საპასუხოდ დიდმა ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. 150-მდე რუსი დიპლომატი გააძევეს სხვადასხვა ქვეყნიდან, რასაც რუსეთმა “სარკისებურად” – ამ ქვეყნების იგივე რაოდენობის დიპლომატების გაძევებით უპასუხა.
რუსეთის უსაზღვრო ფარისევლობა
რუსეთის ხელისუფლების უსწრაფესი რეაქცია, როგორც დიპლომატიურ, ასევე პროპაგანდისტურ “ფრონტებზე”, გვაფიქრებინებს, რომ მათ მოქმედების ეს სცენარები ადრე ჰქონდათ დამუშავებული. უფრო მეტიც, კრემლი აქეთ გადავიდა შეტევაზე. “ჩემი აზრით, ახლა, დიდი ბრიტანეთი, აშშ და რამდენიმე ქვეყანა, რომელიც მათ ბრმად მიჰყვება, აშკარად იტყუება და დეზინფორმაციას მიამრთავს. . . ამას საკმაოდ მშვიდად ვპასუხობთ და დაჟინებით ვამტკიცებთ, რომ ნებისმიერი ბრალდება ფაქტებით უნდა იყოს დასაბუთებული“ - განაცხადა რუსეთის მთავარმა დიპლომატმა სერგეი ლავროვმა. ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დიდი ბრიტანეთი საერთაშორისო ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ლონდონმა ისე დააბრალა რუსეთს საკუთარი მოქალაქეების მოწამვლა, რომ მტკიცებულებებიც არ წარუდგენია. დოკუმენტში ასევე აღნიშნული იყო: "ბრიტანეთის ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება კიდევ ერთხელ ვერ უზრუნველყო". ასეთ შემთხვევებს შორის, სკრიპალთან ერთად, მოიხსენიებული იყო ალექსანდრე ლიტვინენკოს, ბადრი პატარკაციშვილის და ბორის ბერეზოვსკის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების შემთხვევები. რუსთის ხელისუფლება “ნიანგის ცრემლებს” ღვრის და იმ პიროვნებებზე წუხს, რომელთა გასანადგურებლად არაფერს იშურებდა. რა უნდა ითქვას - კრემლის ფარისევლობა მართლაც, რომ უსაზღვროა.