საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ვებ-გვერდის ანალიზი
სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოების ინფორმირებულობის მთავარი წყარო მათი ვებ-გვერდებია. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ვებ-გვერდი(სსპს.გოვ.გე) ხელმისაწვდომია თითოეული დაინეტერესებული პირისთვის; მისი მოძებნა შესაძლებელია გოოგლე-ს დახმარებით, სპეცსამსახურის სრული სახელწოდების ჩაწერით ან თუნდაც მხოლოდ სდსს-ს ჩაწერაც საკმარისია. ვებ-გვერდზე რამდენად ნახავთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას, ამის გარანტია, მრავალრიცხოვანი "ფანჯრების" მიუხედავად, არ არსებობს. მოცემულ ვებ-გვერდზე სტუმრობისას, მისი ვიზუალური მხარე საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი ჩანს. საიტზე ინფორმაციის ნახვა შეიძლება ქართულ და ინგლისურ ენებზე. ვებ-გვერდზე მოცემულია განყოფილებები: "სიახლეები", "ჩვენ შესახებ", კანონმდებლობა", "გალერეა", "კონტაქტი", ასევე საიტის რუკა(სიტე მაპ) მოცემული განყოფილებებისა და ქვეგანყოფილებების სრული ჩამონათვალით. წარმოდგენილია "სასწავლო ცენტრისა" და "ცხელი ხაზის" სექციები.
ასევე მთავარ გვერდზე მოცემულია სიახლეების ჩამონათვალი და აქტივობები, დამხმარე განყოფილებები: "დაცვის ისტორია", საერთაშორისო თანამშრომლობა", "სასარგებლო ბმულები", "ვაკანსიები", "გამოცხადებული ტენდერები", "აუქციონი", "ხსოვნის გვერდი".
განყოფილება "სიახლეები" განახლებულია 24 აპრილს, ეს სიახლე იუწყება, რომ ჩატარდა სდსს შიდა ტურნირი ჭადრაკში, მაგრამ როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, მოცემულ სიახლეზე დაკლიკებით და მისი გახსნით მხოლოდ ფოტოს ნახვაა შესაძლებელი, არ შეიცავს დამატებით ინფორმაციას.
განყოფილებაში "ჩვენ შესახებ" მოცემულია ქვეგანყოფილებების ჩამონათვალი:
თუმცა უცნაურია, რომ მოცემული ქვეგანყოფილებებში არ არის "რეფორმები და ნოვაციები 2013". ჩანს, რომ 2013 წლის მონაცემები არ არის შეჯამებული.
რაც შეეხება "ხელმძღვანელობის" სექციას, წამოდგენილია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თ. მღებრიშვილის (2014 წლის 06 თებერვლიდან) და მისი მოადგილეების სურათები და ვინაობა, გვერდზე არ მოიპოვება მოცემული პირების ბიოგრაფიული მონაცემები.
სექციაში "სამსახურის ისტორია" მოიცავს 1994 წლიდან დღემდე კანონის მიხედვით როგორ იცვლებოდა და განისაზღვრებოდა სამსახურის სტრუქტურა და ხელმძღვანელები. ხოლო 2013 წლის საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სდსს დებულებით, განისაზღვრა სამსახურის სტრუქტურული დანაყოფები:
ქვეგანყოფილება "ჯილდოებში" წარმოდგენილია სხვადასხვა ტურნირებში გამარჯვებისთვის გადაცემული ჯილდოების ფოტო-სურათები. ქსვესექცია "რეგიონებში" მოცემულია სდსს-ს რეგიონული დანაყოფები ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში. ქვეგანყოფილებაში "საჯარო სამართლის იურიდიული პირები" მოცემულია საჯარო სამართლის იურიდიული პირების "სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოსა" და "საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს" მოკლე ისტორია, მათი მიზნები, ამოცანები, სტრუქტურა. საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.
სექცია "კანონმდებლობა" მოიცავს 2 ქვესექციას: კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები
საიტის მოცემულ განყოფილებაში კანონების მხოლოდ დასახელებებია ჩამოთვლილი და მითითებულია მისამართი (მაგრამ არა ბმულის სახით) -"მატსნე.გოვ.გე". იმ შემთხვევაში თუ თქვენ მოისურვებთ, გაეცნოთ კანონებს და ნორმატიულ აქტებს, თქვენ მოგიწევთ მითითებული მისამართის აკრეფა და დოკუმენტების საძიებო სისტემაში სასურველი კანონის დასახელების ჩაწერა და ა.შ., რაც ბევრად ართულებს და მოუხერხებელს ხდის ინფორმაციის სწრაფად მოძიების პროცესს.
სექცია "გალერეა" დაკომპლექტებულია სხვადასხვა ცერემონიების, ტურნირების, ბრიფინგების ფოტოებითა და ვიდეოებით. ასევე ნაჩვენებია სხვა ქვეყნების ელჩების მადლობების წერილები სდსს-თვის. "სიმბოლიკაში" მოცემულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გერბი, ნაჩვენებია ფორმები სხვადასხვა წოდების უფროსებისა და თანამშრომლებისთვის.
"კონტაქტის" განყოფილებაში მოცემულია მისამართი , ვებ-გვერდის მისამართი, ცხელი ხაზის ნომერი, ინფორმაცია ვაკანსიებსა და გამოცხადებულ ტენდერებზე. ამჟამად გამოცხადებულია ვაკანსია სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტში ვაკანტურ თანამდებობაზე, და მოცემულია სავალდებულო მოთხოვნები.
სდსს-ს მოცემულ ვებ-გვერდზე შეიძლება გაეცნოთ ინფორმაციას დაცვის ისტორიის შესახებ პირველყოფილი თემური წყობილების ეპოქიდან დღემდე. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობასა და საერთაშორისო შეჯიბრებებში წარმატებებზე. ასევე საიტი მოიცავს ხსოვნის გვერდს, სადაც სამსახურეობრივი მოვალეობების დროს დაღუპული თანამშრომლების სიაა და მათი ბიოგრაფიული მონაცემებია. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ვებ-გვერდის ანალიზისას ისეთი შთაბეჭდილება რჩება თითქოს, კანონით გათვალისწინებული და საზოგადოებისთვის საინეტერესო ინფორმაცია არ არის სათანადოდ გასაჯაროებული. მართალია, ვებ-გვერდი დატვირთულია საკმაოდ მრავალფეროვანი ინფორმაციით, მაგრამ ყველაზე საინეტერესო, მაგალითად სამსახურის ბიუჯეტთან დაკავშირებული ( თუ რა მიზნით და პრიორიტეტებით იხარჯება საბიუჯეტო სახსრები), ასევე 2013 და 2014 წლებში “გამოცხადებული ტენდერების” შესახებ ინფორმაცია არაა. ასევე მოცემულ ვებ-გვერდზე ვერ გაეცნობით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ძირითად მიზნებსა და ხელმძღვანელების ბიოგრაფიულ მონაცემებს.
თამუნა კვარაცხელია
14.05.2014.