საქართველოს დაზვერვის სამსახურის ვებ-გვერდის ანალიზი
საქართველოს დაზვერვის სამსახური არის პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობას.
სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოების ინფორმირებულობის მთავარი წყარო მათი ვებ-გვერდებია. საქართველოს დაზვერვის სამსახურის ვებ-გვერდი (გის.გოვ.გე) მოიცავს საკმაოდ მრავალრიცხოვან ინფორმაციას, თუმცა ამ გვერდზე შესვლა საკმაოდ გაძნელებულია.
ვებ-გვერდის განყოფილებაში "ჩვენს შესახებ" მოცემულია საქართველოს დაზვერვის სამსახურის ისტორია. მისი ხედვა, მისია და ღირებულებები; ასევე ეს სექცია მოიცავს სრულ ინფორმაციას სამსახურის უფროსის დავით სუჯაშვილის შესახებ, ასევე სამსახურის ყოფილი უფროსების შესახებ 1997 წლიდან. წარმოდგენილია საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემა და დროშა.
განყოფილებაში "სამსახური ჩვენთან" მოცემულია ის კრიტერიუმები და თვისებები, რომელიც უნდა ახასიათებდეს ადამიანს, რომელსაც სურს ამ სტრუქტურაში მუშაობის დაწყება. განყოფილება "სამართლებრივ ბაზაში" შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს კონსტიტუციას, "საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას" საქართველოს კანონებს "სადაზვერვო საქმიანობის შესახებ", "დაზვერვის სამსახურის შესახებ", "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ"... ასევე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებს და მთავრობის დადგენილებებს.
სექციაში "დაგვიკავშირდით" მოცემულია საქართველოს სადაზვერვო სამსახურის მისამართი, ტელეფონის ნომრები და საკონტაქტო ფორმა.
განყოფილებაში "ახალი ამბები და მოვლენები" მოცემულია სიახლეები საქართველოს დაზვერვის სამსახურის პროექტებთან დაკავშირებით, ხოლო უშუალოდ "ბმულებში" მოცემულია პრეზიდენტის, სამინისტროების და მთავრობის ვებ-გვერდების მისამართები.
ასევე მოცემულ ვებ-გვერდზე შეიძლება გავეცნოთ საქართველოს დაზვერვის სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს და მათ ვალდებულებებს:
• ოპერატიული დირექტორატი;
• ანალიტიკური დირექტორატი;
• ადინისტრაციული დირექტორატი;
• უსაფრთხოების დირექტორატი;
• სპეციალური და გადამზადების ცენტრი;
• არქივი(სამმართველო).
საქართველოს დაზვერვის სამსახურის ვებ-გვერდზე ბიუჯეტისა და გამოცხადებული ტენდერების შესახებ მონაცემები არ არის მოცემული, საქართველოს სადაზვერვო სამსახურს აქვს ასევე თავისი ფაცებოოკ გვერდი, რომელიც განახლდა 2013 წლის ნოემბერში და მას შემდეგ სიახლეები არ დადებულა.
თამუნა კვარაცხელია
12.05.2014.