ახალი გამოცემა

ცოტა ხნის წინ გამოიცა და “ბიბლუსის” ქსელს გადაეცა ეკონომიკის აკადემიური დოქტორის, პროფესორის, უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკის, ბესიკ ალადაშვილის ახალი წიგნი: “რუსეთის `ჰიბრიდული ომი~ საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ 1981-1921 წლებში”,

ცოტა ხნის წინ ჩვენმა ქვეყანამ საქართველოს პირველი რესუბლიკის შექმნის 100 წელი საზეიმოდ აღნიშნა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა არსებობის პირველივე დღეებიდანვე რუსეთისა და თურქეთის ინტერესთა გადაკვეთაზე აღმოჩდა.
შიდა სამოქალაქო შეიარაღებული დაპირისპირების ასპარეზად ქცეული რუსეთი, სადაც ერთ მხარეს `წითლები~ ანუ ბოლშევიკები, მეორეს კი _ ძველი მონარქისტული რეჟიმის დამცველი `თეთრები~ ერთმანეთს დაუნდობლობით ანადგურებდნენ, ახალAშექმნილ საქართველოს სახელმწიფოს ერთნაირი შემართებით ებრძოდნენ. აAმ ომში დიდი ადგილი ეკავა როგორც `წითლების~ ასევე `თეთრების~ სპეცსამსახურებს, რომლებიც გარდა იმისა რომ ერთმანეთში მტრობდნენ, თავიანთი მიზნებისთვის საქართველოს ტერიტორიაზეც არ ერიდებოდნენ პოლიტიკურ მკვლელობებს, დივერსიებს, საბოტაჟსა თუ ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ შეიარაღებულ გამოსვლებს.
საქართველოში ბოლშევიკური რუსეთის სრულუფლებიანი წარმომადგენლობის სამხედრო ატაშატი და `თეთრების~ მოხალისეთა არმიის საიდუმლო სადაზვერვო სტრუქტურები იყვნენ ის სპეცსამსახურები, რომლებიც საქართვლოს არმიაზე ინფორმაციების მოპოვება-შეგროვებითა და ხელისუფლების დასასუსტებელი ძირგამომთხრელი საქმიანობით იყვნენ დაკავებულები.
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება უპირველესად ევროპის ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით ცდილობდა მოწინააღმდეგის განეიტრალებას, თუმცა უფრო ხშირად საკუთარ შეცდომებზე უხდებოდათ სწავლა, ზოგჯერ კი ესეც არ გამოსდიოდათ. ამიტომაც იძულებულნი იყვნენ ერთდროულად ჯერ გერმანიის, შემდეგ კი დიდი ბრიტანეთის მოთხოვნებს დამორჩილებოდნენ და, იმავდროულად, მეფის დამხობის შემდეგ, კრაზანების ბუდესავით ავად აშლილი რუსეთის სხვადასხვა `მთავრობის~ ინტერესებიც მხედველობაში მიეღოთ. ეს უკანასკნელნი, ჩვენდა სამწუხაროდ, მრავალრიცხოვან შეიარაღებულ ფორმირებებს აკონტროლებდნენ და საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრებს იყვნენ მომდგარნი. ამასთან, სერიოზულ პრობლემებს ქმნიდნენ სხვადასხვა ერისა თუ რჯულის ჯარისკაცები და ოფიცრები, რომლებიც გარემოებათა გამო საქართველოს აფარებდნენ თავს. ძირითადად, სწორედ ისინი წარმოადგენდნენ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დასაყრდენს.
ახალი წიგნი, “რუსეთის `ჰიბრიდული ომი~ საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ 1981-1921 წლებში”, პირველ რიგში აუცილებლად დააინტერესებს ეროვნული უსაფრთხოების, გეოსტრატეგიის და სპეცსამსახურების ისტორიის საკითხებზე მომუშავე მკვლევარებს, ყველას ვინც კი დაინტერესებული არიან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზოგადოებრივი და სამხედრო-პოლიტიკური მოვლენებით.