პოლიტპატიმრები თუ ჯაშუშები?

პოლიტპატიმრები თუ ჯაშუშები?
 ცნობილმა ექსპერტმა და ყოფილმა პოლიტპატიმარმა ვახტანგ მაისაიამ მის თავს გადახდენილი ტრაგიკული ისტორია ახლახან გამოცემულ წიგნში: “მოხალისე ჯაშუშის ციხის ჩანაწერები” აღწერა და თან ძალზე საინტერსო დოკუმენტური მასალაც დაურთო. ბ-ნ. ვ. მაისაია ერთ-ერთი პირველი იყო ვინც “ნაცხელისუფლებამ” ჯაშუშობის მუხლით გაასამართლა და ეს პროცესი დიდ პიარად აქცია. თითქმის ოთხი წელი გაატარა ციხეში ვ. მაისაიამ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ცდას არ აკლებს, რომ მძიმე ბრალდება გააქარწყლოს და სასამრთლო კვლავ მიუბრუნდეს მის საქმეს, თუმცა ჯერ-ჯერობით უშედეგოდ.                                         

ინტერნეტში დევს ვ. მაისაიას საქმის რამდენიმე დოკუმენტის ქსეროასლი, რომელთა გაცნობის შემდეგ რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ საქმეში ბევრი კითხვის ნიშანია. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომელთან კონტაქტის და მისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის ფაქტი მტკიცებულებებით გამყარებული არაა. ხოლო, რაც შეეხება ელექტრონული ფოსტით “ჯაშუშური” ინფორმაციის გადაცემას.
ნებისმიერ პიროვნებას, რომელიც ელექრონული ფოსტით პირად მიმოწერას ახორციელებს წერილის ტექსტი ისე შეიძლება შეუცვალო, როგორც გაგიხარდება და თუ გსურს, ბენ ლადენადაც აქცევ და ტერაქტების ჩატარების “კონკრეტულ” გეგმებს ჩაუწერ. ამას არც საფოსტო კონვერტის ფარული გახსნა და არც კალიგრაფიის მიმსგავსებაზე თავის მტვრევა არ სჭირდება. “საბრალდებულო დასკვნაში” მითითებული “რუსეთის ფედერაციის სადაზვერვოს სამსახური”, რომელმაც ვითმოდა გადაიბირა ვ. მაისაია, ბუნებაში არ არსებობს.                                                        

  ჩვენი აზრით, ზემოაღნიშნული არგუმენტები საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ განვაცხადოთ, ბრალდების მხარეს არასაკმარისი მტკიცებულებები გააჩნდა ვახტანგ მაისაიას დამნაშავედ ცნობისთვის და ეს “ჯაშუშობის” საქმე თეთრი ძაფითაა ნაკერი.


         «ფასადების ღებვა» ქართულ სპეცსამსახურებში             

 “დემოკრატიის შუქურად” წოდებულ ქვეყანას უცხო სპეცსამსახურების აგენტების გამოვლენის მხრივაც მოწინავე პოზიციები უნდა ჰქონოდა და უცხოელ მეგობრებთან თავი მოეწონებინა.                                             

  ისე, ვარდების რევოლუციის” შემდეგ ცოტა არ იყოს დაგვიანდა ჯაშუშის გამოვლენა – წელიწადნახევარი გავიდა და “ნაციონალების” რეჟიმს ამ მხრივ საამაყო არაფერი ჰქონია. თუმცა ჩვენმა “ყოჩაღა სპეცსამსახურებმა” მაინც ხომ “ივაჟკაცეს” და რომელიღაც უცხო ქვეყნის (კურიოზია, მაგრამ ქვეყანა, რომლის სასარგებლოდაც “აგენტი” მუშაობდა დაუდგენელი რჩებოდა) ჯაშუში გამოავლინეს,                                                               განვლილ წლებში რამდენი პიროვნება და ოჯახი გახდა მოგონილი ჯაშუშობის ბრალდების მსხვერპლი? სწორედ ამგვარი უკანონობის ბევრი იდეოლოგი, შემოქმედი და ტაშისდამკვრელი დღეს პარლამენტის წევრია და მოსთქვამს: “ამნისტიით “ჯაშუშები” გარეთ გამოუშვესო”.                              

  სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ აღიარებას ემყარებოდა და სხვა მტკიცებულებები არ არსებობდა ამაზე კი სდუმან. ეს “აღიარება” კი რა მეთოდებით მიიღწეოდა უკვე ცნობილია.                                                            

     “ნაცხელისუფლების” ცხრა წლიანი რეჟიმი იმითაც გამოირჩეოდა, რომ ისინი ნებსით თუ უნებლიეთ ცდილობდნენ ქართული მხედრული სულის ჩაკვლას. ეს შეგნებულად ხდებოდა, თუ ქართველი ოფიცრების მიმართ გაუცნობიერებელი შიშის გამო, სპეციალური შესწავლის საგანი უნდა გახდეს.                       

     სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომების დროს ეს ყმაწვილები, მშობლების მიერ საქართველოს გარიდებულნი, ხან კიეველ ლამაზმანებს დასდევდნენ, ხანაც ჩიზბურგერს მიირთმევდნენ ნიუ-იორკში. ზოგიც დედიკოს კალთას ამოფარებული ომის დამთავრებას თბილისში თუ სოფელში ელოდა. ამიტომაც ვერ იტანენ ისინი პატრიოტ და ქვეყნის წინაშე ვალმოხდილ ხალხს. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ზოგიერთი მათგანი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ სხვა ქვეყნების დავალებით მოქმედებდა.   
ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები განსაკუთრებით აპროტესტებენ სამშობლოს ღალატისა და ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულ პირთა პოლიტპატიმართა სიაში შეყვანას.                                           

    ვითომ მართლა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე ზრუნავენ «ნაციონალები» ?                                  

მათი მმართველობის ცხრაწლიანი «ჯაშუშომანიის» ანალიზის შემდეგ იკვეთება საქართველოს სპეცსამსახურების ამ დანაშაულებრივი ქმედებების რამდენიმე რეალური მიზანი: « ჯაშუშების » გამოვლენა პიარისთვის, « ჯაშუშობის » ბრალდება დაკავებულების ბიზნესის ხელში ჩასაგდებად და ბოლოს, ნებსით თუ უნებლიედ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ფარული ამოცანების შესრულება.
               საიდან გველის რეალური საფრთხე?
  ჯაშუშობის ბრალდებით მფრინავების, ექსპერტების და ფოტოგრაფების დაკავება იმ შემთხვევას ჰგავს, როდესაც “ბეღურებს ზარბაზნებს ესვრიან”, ამ დროს კი საიდუმლო ინფორმაციის გადინების რეალური არხები შეუფერხებლად მოქმედებს. უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები უპირველესად იმ საჯარო მოხელეებზე ნადირობენ, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან. უპირველესად ეს სწორედ, რომ სპეცსამსახურებს ეხება. ბოლო წლებში განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ ჩვენი სპეცსამსახურების შეფებმა ან არ იცოდნენ მოწინააღმდეგის მიერ მცდარ კვალზე დაყენების, რეალური აგენტის შესანიღბად მაკომპრომეტირებელი “ფაქტების” და “დოკუმენტების” შექმნის და ამ გზით უდანაშაულო, პატრიოტი და პროფესიონალი კადრების  განეიტრალების სპეცოპერაციების შესახებ ან შეგნებულად მოქმედებდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ.